"ვიდრე ბიძინა ივანიშვილი უკავშირდება "ქართულ ოცნებას" და მას აქვს პარტიაში ავტორიტეტი, ეს პარტია არ დაიშლება" - კვირის პალიტრა

"ვიდრე ბიძინა ივანიშვილი უკავშირდება "ქართულ ოცნებას" და მას აქვს პარტიაში ავტორიტეტი, ეს პარტია არ დაიშლება"

გასულ კვირას საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე განაცხადა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კვლავაც შეიქმნება მაჟორიტარების ფრაქცია, რომელსაც გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, მეორეს კი ბიძინა გეგიძე ჩაუდგება, რომელიც პრემიერთან დაპირისპირებული გია გაჩეჩილაძის მეგობარია.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კოორდინაციისა და ეფექტიანი მუშაობისთვის მიიღეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ახალი ფრაქციების გაჩენა, შესაძლოა, პარტიის შიდა ჯგუფებს შორის კონფრონტაციას უკავშირდებოდეს... თქვენი აზრით, მოსალოდნელია მმართველ პარტიაში რღვევის ნიშნების გაჩენა?

სანდრო თვალჭრელიძე, ექსპერტი:

- "ქართული ოცნება", როგორც კონგლომერატი, ამორფულია. იქ არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა; მათ შორის არიან პროფესიონალი, გონიერი და განათლებული ადამიანები, მაგრამ არიან მიტმასნილებიც. რასაკვირველია, პარტიაში ყველა ერთმანეთის მეგობარი არ არის, ბევრს ამოძრავებს შურიც და ეჭვიც, მაგრამ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი უკავშირდება "ქართულ ოცნებას" და მას აქვს პარტიაში ავტორიტეტი, ეს პარტია არ დაიშლება. ისევე როგორც არ დაიშალა "მოქალაქეთა კავშირი" მანამ, ვიდრე ედუარდ შევარდნაძეს ავტორიტეტი ჰქონდა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად