"უახლოეს თვეებში არც იგეგმება პრემიერის შეცვლა" - კვირის პალიტრა

"უახლოეს თვეებში არც იგეგმება პრემიერის შეცვლა"

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა წლის პოლიტიკური ფინალი, რომელიც პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენისას პრემიერ-მინისტრისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის დაპირისპირებას მოჰყვა. 2017 წლის პოლიტიკურ მოვლენებს ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად მიმოვიხილავთ.

- მთავრობის დამტკიცება, მცირე ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, მეტ-ნაკლებად პოზიტიურად მიმდინარეობდა, პირადად მე სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე კითხვები არა მაქვს, მხოლოდ ერთი საკითხი მაწუხებს - გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება და ბუნებრივი რესურსების კომპონენტის ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმა, ვფიქრობ, არასწორია. სხვა მხრივ კი კრიტიკული შენიშვნების საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მოვიდნენ პირები, რომლებიც ხალიჩის ქვეშ მოთამაშე პოლიტიკურ ჯგუფებს არ წარმოადგენენ და აქვთ შესაძლებლობა, სისტემური რეფორმა ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე განახორციელონ.ერთი სიტყვით, ამ პოზიტიურ პროცესს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, პოლიტიკური ფასი დაუკარგა - პრემიერი წამოეგო იაფფასიან პროვოკაციას, არადა, ქვეყნის პირველ პირს თმენის მაღალი ვალდებულება აქვს.

ვფიქრობ, უახლოეს თვეებში არც იგეგმება პრემიერის შეცვლა, თუმცა, როგორც ჩანს, კვირიკაშვილს დისკომფორტი მაინც ექმნება სამთავრობო ცვლილებებში მინიმალურად მონაწილეობის გამო, ასევე გავრცელებულ ხმებზე, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს, რომელსაც, ვფიქრობ, სპეციალურად ავრცელებენ, რათა საზოგადოებაში დაძაბულობა შექმნან.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია