სად შეხვდება ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი ? - კვირის პალიტრა

სად შეხვდება ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით, საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს ჩემთვის „დაცვით მოსარგებლე პირის“ სტატუსი უნდა ჩამოერთვა, რათა ახალ წლამდე ჩემი ექსტრადირება მოესწროთ. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებაზე უარი განაცხადა და სხდომა სულ მცირე 3 იანვრამდე გადადო. შესაბამისად, ახალ წელს ნამდვილად კიევში შევხვდები“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის არსებითი განხილვა 2018 წლის 3 იანვარს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"