12-01-2018
დეკემბრის მიწურულს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემის შეფასების მიზნით საქართველოს აშშ-ის სპეციალური ჯგუფი უახლოეს დღეებში ეწვეოდა. მისივე განმარტებით, აშშ-ის მთავრობას თავად მიმართა თხოვნით, სპეციალურ ჯგუფს გამოეკვლია, რა მიმართულებითაა აუცილებელი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება."კვირის პალიტრა" დაინტერესდა, ჩამოვიდა თუ არა აშშ-დან სპეციალური ჯგუფი და რა იქნება მათი შესწავლის ობიექტი. ინფორმაციის მოპოვება თავდაპირველად პარლამენტისგან ვცადეთ, თუმცა თავდაცვისა
- ყველა ანტიტერორისტული ოპერაცია, 20
ასევე დაგაინტერესებთ

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ვფიქრობ, ამერიკული ჯგუფი არამხოლოდ საქართველოს, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების სისტემების შესასწავლად ჩამოდის და ეს მათი ინიციატივა იქნებოდა.
- როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი სამუშაოები აზერბაიჯანის ან სომხეთის, ან თუნდაც რუსეთის საზღვართან?
- ბუნებრივია, ჩვენს მეზობლებს გაუჩნდებათ კითხვები, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სირიაში მყოფ კიდევ ბევრ მებრძოლს გაუჩნდეს საქართველოში არალეგალურად შემოსვლის სურვილი. სწორედ ამიტომ, ამერიკის ინტერესებშიც არის, რომ რეგიონი მაქსიმალურად გააკონტროლოს... საქართველოს საზღვრის დაუცველობის საკითხი მთავარი გამოწვევაა - 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ჯერ კიდევ არ არის დემარკირებული და დემილიტირებული საზღვარი რუსეთთან, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანთან. გარდა ამისა, დღესაც უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელზეც ქართული საგანმანათლებლო სისტემა არ ვრცელდება. არავინ იცის, რა ტიპის განათლებას იღებენ აღსაზრდელები. ასეთი ვითარება კი ნოყიერ ნიადაგს იძლევა ტერორისტული ჯგუფებისთვის. ბოლი პერიოდში გამოიკვეთა სოციალური ქსელების საფრთხეც, რომლის საშუალებითაც ტერორისტული იდეოლოგია აქტიურად ვრცელდება. ამას ქართველი სპეცსამსახურები მხოლოდ საკუთარი რესურსით ვერ გაუმკლავდებიან.
- რას შეცვლის ამერიკული ჯგუფის ჩამოსვლა საქართველოში?
- ბუნებრივია, ამერიკული ჯგუფი ჯადოსნური ჯოხით არ ჩამოვა, თუმცა ქართველ სპეცსამსახურებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ როგორც კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ასევე ტექნიკური აღჭურვილობითაც. სხვათა შორის, ბრიტანელებმა ჩვენი სპეცსამსახურებისთვის შექმნეს სპეციალური პროგრამა "კობრა", რომელსაც აქამდე ეფექტურად იყენებდნენ, თუმცა მას თანამედროვე გამოწვევებთან ერთად დახვეწა სჭირდება. დიდი ალბათობით, ახლაც მსგავსი პროგრამა შემუშავდება სპეციალურად საქართველოსთვის.
"სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას"
რუსუდან შელია
იყავი პირველი!