"ჩატაევის­ შემოსვლასთან დაკავშირებით ცნობა, სავარაუდოდ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ისრაელისგან მიიღეს" - კვირის პალიტრა

"ჩატაევის­ შემოსვლასთან დაკავშირებით ცნობა, სავარაუდოდ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ისრაელისგან მიიღეს"

დეკემბრის მიწურულს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემის შეფასების მიზნით საქართველოს აშშ-ის სპეციალური ჯგუფი უახლოეს დღეებში ეწვეოდა.

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა, ჩამოვიდა თუ არა აშშ-დან სპეციალური ჯგუფი და რა იქნება მათი შესწავლის ობიექტი? - შს სამინისტროში გვითხრეს, რომ ამერიკის სპეციალური ჯგუფის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება ამ ეტაპზე არა აქვთ, თუმცა მათი ჩამოსვლის საკითხი დღის წესრიგში აქტიურად დგას. "კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ყველა ანტიტერორისტული ოპერაცია, 20 ნოემბრიდან დღემდე, ამერიკელი და სხვა დასავლელი პარტნიორების სპეცსამსახურების ჩართულობით განხორციელდა. ამერიკელები მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყანაში საეჭვო პირების გადაადგილების საქმეში. ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ცნობა კი, ჩემი ინფორმაციით, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ისრაელისგან მიიღეს.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ვფიქრობ, ამერიკული ჯგუფი არამხოლოდ საქართველოს, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების სისტემების შესასწავლად ჩამოდის და ეს მათი ინიციატივა იქნებოდა.

- როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი სამუშაოები აზერბაიჯანის ან სომხეთის, ან თუნდაც რუსეთის საზღვართან?

- ბუნებრივია, ჩვენს მეზობლებს გაუჩნდებათ კითხვები, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სირიაში მყოფ კიდევ ბევრ მებრძოლს გაუჩნდეს საქართველოში არალეგალურად შემოსვლის სურვილი. სწორედ ამიტომ, ამერიკის ინტერესებშიც არის, რომ რეგიონი მაქსიმალურად გააკონტროლოს...

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად