რატომ შეხვდა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე უკრაინის გენპროკურორს? - კვირის პალიტრა

რატომ შეხვდა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე უკრაინის გენპროკურორს?

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეხვედრა 12 იანვარს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში შედგა.

"მხარეებმა ორხმრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხები, კერძოდ, სისხლის სასამართლის წარმოებისა და ექსტრადირების დროს საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების საკითხი განიხილეს. მხარეებმა შეხვედრის კონსტრუქციულ ხასიათი აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა, რომ "პროკურატურის განცხადებაში მოცემულ ინფორმაციას ვერაფერს დაამატებს".

"ინტერპრესნიუსი"