რას წერს სააკაშვილი გოგაძე-ლუცენკოს შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

რას წერს სააკაშვილი გოგაძე-ლუცენკოს შეხვედრაზე?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა საკუთარი ძაღლის სადგომის დასაცავად ერთიანდება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხების წინააღმდეგ. ჩვენი ხალხებიც უნდა გაერთიანდეს მათ წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათაც, პუტინსაც და, რაც ყველაზე მთავარია, უპერსპექტივობას და სიღარიბეს", - წერს სააკაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ლუცენკოსა და გოგაძის შეხვედრის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

"მხარეებმა ორხმრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხები, კერძოდ, სისხლის სასამართლის წარმოებისა და ექსტრადირების დროს საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების საკითხი განიხილეს. მხარეებმა შეხვედრის კონსტრუქციულ ხასიათი აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.