მარგველაშვილი: "რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!" - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი: "რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!"

რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს და საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს. მარგველაშვილის განცხადებითვე, შეწყალება ემოციურ მიდგომებზეა დამოკიდებული, თუმცა, იმ სისტემის შემხედვარეს, რომელიც, მისი თქმით, სააკაშვილმა შექმნა და დღესაც წარმატებით მუშაობს, სააკაშვილის მიმართ ემოციები არ აქვს.

"რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ ქრთამს შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები?!

შეწყალება არ არის, რომ სასამართლოს შეცდომების პრეზიდენტის მიერ გასწორება ხდება. შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე, დღეს, როდესაც ამ რეალობის წინაშე ვარ, სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

ეს პროკურატურა თავისი ამ ტრადიციებით, ეს სასამართლო თავისი ამ ტრადიციებით, ეს ყველაფერი ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა იმის მერე, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ის რაც მეგონა, რომ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა, პირიქით გამტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას იდეოლოგიას ემსახურებიან ალალ-მართლად...

ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საქმეზე, საქმეზე, რომელიც მორალურად გამაერთიანებელი იყო საზოგადოებისთვის, გირგვლიანის საქმეზე და ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამდენი წლის შემდეგ ეს სენსიტიური საქმე გადის და ხერხდება, რომ გირგვლიანის საქმეზე წელში გამართული კი არ ვართ, არამედ ვართ კომიკურ მდგომარეობაში, რომ პრეზიდენტს წარვუდგენთ ბრალს იმაზე რაზეც იურიდიულად ბრალის წარდგენა არ არის შესაძლებელი, და ამ დროს მე რას ვგრძნობ, რომ სააკაშვილმა მაჯობა ამ პროცესში, მისმა სისტემამ მაჯობა იმიტომ, რომ ის პროკურორები და ის მოსამართლეები, რომლებიც მისი ლოგიკით და მისი აზროვნებით არიან, დღეს გირგვლიანის საქმეზე ისეთ განაჩენს დაგიდებენ, რაც შენ იმ პერიოდის ბრძოლას გახდის კომიკურს, შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის ვინც იმ სისტემას ვუპირისპრდებოდით, ვინც ამას აკეთებს ყოველდღიურ კონტექსტში იმათთვის არც არის შეურაცმყოფელი ამ პროცესს ხან მაშინდელი ადეიშვილის კაბინეტიდან ადევნებენ თვალს, ახლა სხვა კაბინეტიდან.

მე არ მჯერა, რომ სააკაშვილი ამ შემთხვევაში არის მსხვერპლი, ეს არის სააკაშვილის და მისი სისტემის, მისი ლოგიკის, მისი აზროვნების დიალოგი. შეწყალება არ არის სამართლებრივი აქტის გასწორების მექანიზმი. შეწყალება არის ადამიანის მიმართ ლმობიერების გამოჩენა და ვის მიმართ გამოვიჩინო ლმობიერება? ვისმა სისტემამაც მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა სტრასბურგში საქართველოს, ეს ყველაფერი სტრასბურგმა დაუბრუნა საქართველოს მაგრამ რატომ არის მარტო სააკაშვილზე ლაპარაკი? სტრასბურგმა სისტემა თქვა და მასში მონაწილე ყველა ადამიანი, ერთმა ადამიანმა მოახერხა ეს ყველაფერი? და ამ მდგომარეობაში, რომელშიც მე ახლა ვარ გირგვლიანის საქმეზე ქვეყნის გარეთ მე იმას კი არ მეტყვიან, რომ სტრასბურგის სასამართლომ რა განაჩენიც გამოიტანა და ის ბიჭი, რომელიც იქნა მოკლული, მეტყვიან, რომ თქვენთან საერთოდ ესმით რაზეა საუბარი, იციან შეწყალების უფლების თაობაზე, წაუკითხავთ რამე? და უნდა ჩავდგე იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვარ დავუშვათ როდესაც მიხსნებენ ამ პალტოების და პიჯაკების საქმეს და მე მქონდეს აქ განცდა საკაშვილის მიმართ, რომ სააკაშვილია დაჩაგრული? სააკაშვილის სისტემა ყვავის ამ შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.