პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე: "სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა" - კვირის პალიტრა

პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე: "სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა"

"მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება, სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია და ასწავლონ თუ როგორ უნდა ებრძოლონ აზიურ ფაროსანას საკუთარი ძალებით.

"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება. სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში. რადგან გრძელვადიანი პერიოდია, გავაკეთოთ სამობილიზაციო სამსახურივით, რომელიც იქნება ანაზღაურებადი და ამ მიმარულებით თანხა გამოვყოთ. ნუ გვრცხვენია, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იყოს მოსავლის მოყვანაში ჩართული", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ინტერპრესნიუსი"