ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი? - კვირის პალიტრა

ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი?

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველ გუნდში მოლაპარაკებები რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს. მათ შორის განიხილება საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურები, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით მმართველ პარტიაში არ ადასტურებენ.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის სახელისუფლებო გუნდიდან პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენცაიაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა. "მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ არ განიხილება ჩემი კანდიდატურა და რომ არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"