მოსამართლის ოჯახური მდგომარეობის გამო, უკრაინაში სააკაშვილის პროცესი გადაიდო - კვირის პალიტრა

მოსამართლის ოჯახური მდგომარეობის გამო, უკრაინაში სააკაშვილის პროცესი გადაიდო

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში მისი საქმის სააპელაციო განხილვა 26 იანვრამდე გადაიდო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"მათ საქმის განხილვა გადაიტანეს ერთი კვირით, პარასკევისთვის, ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახური მდგომარეობის გამო," - განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილმა.

სააკაშვილი დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში, 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში სამი დღე გაატარა, შემდეგ კი სასამართლომ გაათავისუფლა, მიუხედავად პროკურატურის მოთხოვნისა მისთვის შინა პატიმრობის მისჯის თაობაზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ექს-პრეზიდენტს თავისუფლების სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"