სააკაშვილი: "დეგენერატები! წარმოგიდგენიათ, როგორ არაკვალიფიციურ თაღლითებთან გვაქვს საქმე!" - კვირის პალიტრა

სააკაშვილი: "დეგენერატები! წარმოგიდგენიათ, როგორ არაკვალიფიციურ თაღლითებთან გვაქვს საქმე!"

მათ არ აქვთ მტკიცებულებები, სასამართლო უკვე მეხუთედ გადაიდო. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დამკითხეს და ყველა კითხვა პოლიტიკური ხასიათის იყო, მეკითხებოდნენ - რის გაკეთებას აპირებთ? მათ სურთ, რომ დრო სასამართლოს დარბაზებსა და СБУ-ს ბნელ კაბინეტებში გავატარო", - განაცხადა დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილმა მისი საქმის სააპელაციო განხილვის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილის სააპელაციო საქმის განხილვა დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახური მდგომარეობის გამო 26 იანვრამდე გადაიდო.

"ორშაბათს გაიმართება კიდევ ერთი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში, სადაც უკრაინაში სტატუსი უნდა შემიწყვიტონ და ჩემი დეპორტირება მოახდინონ. მათთვის მთავარი პრობლემაა, რომ ქვეყანაში ვიმყოფები", - განაცხადა სააკაშვილმა და პროკურატურის მისამართით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

"ჩხრეკისას მიპოვნეს ბარათი, რომლითაც ამერიკაში ვსარგებლობდი. მაგრამ როცა ამერიკიდან წამოვედი, ანგარიში გავაუქმე. მათ იპოვნეს ეს ბარათი და გუშინ პეჩორის სასამართლომ ჩემი ამერიკული ბარათის კონფისკაცია მოახდინა. ის არ მოქმედებს და ანგარიში გაუქმებულია. მათ ასლი გააკეთეს და ბარათის კონფისკაცია მოახდინეს. დეგენერატები! პროკურატურა სამი დღე იმით იყო დაკავებული, რომ ჩემი ბარათის კონფისკაცია მოეხდინა! წარმოგიდგენიათ, როგორ არაკვალიფიციურ თაღლითებთან გვაქვს საქმე! გესმით, ვის ხელშია ქვეყნის ბედი!" - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"