სააკაშვილი: "მალდივის კუნძულებზე დასვენებას მირჩევნია კიევის ციხეში ვიჯდე" - კვირის პალიტრა

სააკაშვილი: "მალდივის კუნძულებზე დასვენებას მირჩევნია კიევის ციხეში ვიჯდე"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალდივის კუნძულებზე დასვენებას მას კიევის ციხეში ჯდომა ურჩევნია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევში, სასამართლოში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.

"კიევის თოვლი ჩემთვის უფრო მშობლიურია, ვიდრე სხვა ყველაფერი. ერთი წლით მალდივის კუნძულებზე რომ გამაგზავნონ, მირჩევნია აქ, ციხეში ვიჯდე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"