როგორ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ნათლისღება? - კვირის პალიტრა

როგორ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ნათლისღება?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ნათლისღების დღესასწაული უკრაინაში, ცივ წყალში ბანაობით აღნიშნა.

ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუკზე" დაწერა და ფოტოებიც გაავრცელა.

"ჰიდროპარკი, ბევრი კარგი, თბილი ადამიანი და ჩემი პირველი ბანაობა ძალიან ცივ წყალში", - დაწერა სააკაშვილმა.