"თბილისის მერიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა"
"თბილისის მერიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა"
"აქ დიდ ბიზნესინტერესებთან გვაქვს საქმე, რომელსაც ახლა უკვე კახა კალაძეც მფარველობს, ყოველ შემთხვევაში, მის გადაწყვეტილებაში ეს იკითხება"

თბილისი ბეტონის ჯუნგლების ქალაქად იქცა, სადაც მრავალსართულიანი შენობები ეზოების, სკვერებისა და გამწვანების გარეშე შენდება და ეს დიდი ხანია აღარავის უკვირს. ერთმანეთს კედლებით მიბჯენილ, გაურკვეველი დანიშნულების არქიტექტურულ ნაგებობებსაც თითქოს შეგუებულნი ვიყავით, დედაქალაქის ახალარჩეულ მერს ვითარების შეცვლის იმედის ნაპერწკალი რომ არ გაეღვივებინა ხალხში - არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობის პერიოდში სპორტული მოედნების,
პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზეო, არჩევნებში გამარჯვებიდან სულ რამდენიმე დღეში დაგვპირდა თბილისის მერი, თუმცა მის გულწრფელობაში უკვე ეჭვი შეეპარათ ატენის ქუჩის ბინადართ, სადაც არსებულ პრობლემაზე "კვირის პალიტრას" არაერთხელ დაუწერია.

მოკლედ შეგახსენებთ, რას აპროტესტებდნენ ატენის ქუჩის ბინადრები: ლაპარაკია თბილისის მერიის 2007 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც,
არქიტექტურის სამსახურმა ჩიხში 9-სართულიანი სახლის აშენების ნებართვა გასცა­, თუმცა ამას არ დასჯერდა და მოგვიანებით მშენებლობის ორგანიზატორებს პროექტის ცვლილებაზე უყოყმანოდ დათანხმდა - საბოლოოდ, ცხრა საცხოვრებელ სართულზე კიდევ თექვსმეტის დამატების უფლება მისცა(?!)­.

პროცესები ხელისუფლების შDეცვლის შემდეგ უფრო მახინჯი ფორმით გაგრძელდა­ - 2014 წლის 18 მარტს ინდივიდუალურ მენაშენეთა გაერთიანება "ატენი-19"-ს 27-სართულიანი სახლის აშენების უფლება დაუმტკიცდა - ორი სართული მიწის ქვეშ განისაზღვრა, 25 კი - მიწის ზედაპირზე.­ ჩიხში მშენებარე კორპუსი ტროტუარზე დგას, მიწისქვეშა ავტოსადგომი კი ღია ვერანდით ტრანსპორტის სავალ ნაწილს უკავშირდება. მერიის ნებართვების პარალელურად, 27-სართულიანი სახლის მშენებლობასთან ბრძოლაში ატენის ქუჩის მცხოვრებნი მხოლოდ სიტყვიერი­ პროტესტით არ შემოფარგლულან. მსახიობებმა: თათული დოლიძემ და ეკა ანდრონი­კაშვილმა მეზობლებთან ერთად მერიას სასამართლოში უჩივლეს და თბილისის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული განკარგულების გაუქმება მოითხოვეს. მომჩივანთა მოთხოვნა სამივე ინსტანციის სასამართლომ მართებულად მი­იჩნია - უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის აპრილში კომპანიისთვის მიცემული მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო და პროექტის ხელ­ახალი განხილვა მოითხოვა.

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია იძულებული შეიქნა მშენებლობის ნებართვა შეეჩერებინა, თუმცა ეს დროებითი­ მოქმედება აღმოჩნდა."

"კვირის პალიტრასთან" ადვოკატი დიმიტრი­ გაბუნია საუბრობს:
- 2018 წლის 15 იანვარს თბილისის მერიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც სამი ინსტანციის გად­აწყვეტილება უგულებელყო და 25-სართულიანი შენობის მშენებლობაზე ნებართვა განაახლა იმავე პროექტითა და სიმაღლით, ანუ ყოველგვარი კორექტირების გარეშე, რასაც სასამართლო მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობა ისჯება და ამიტომაც ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას საჩივრით, თუ რამ განაპირობა მერიის ეს ნაბიჯი და კანონის აღსრულებაზე უარის თქმა. რა გამოდის,­ ოთხი წელი ვდაობდით და როდესაც, როგორც იქნა, სასამართლოს გზით სამართალს მივაღწიეთ, თბილისის მერია კანონგარეშე მოქმედი სტრუქტურაა? სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ორი დასკვნა არსებობს, სადაც აღნიშნულია, რომ ატენის ქუჩაზე, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, 27-სართულიანი მონსტრის აშენება დაუშვებელია.
ეს საფრთხეს შეუქმნის გარემოს, მოსახლეობას, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების შესასვლელი ადგილიც კი აღარ რჩება. მეტიც, მშენებლობისას ამწემ წონასწორობა დაკარგა და თათული დოლიძის საძინებელში არმატურები შეცვივდა,­ კიდევ კარგი, შინ არავინ იყო, თორემ ეს შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა.
ახლა კორპუსის 19 სართულია აშენებული და კიდევ რვა სართული რომ დაამატონ, წარმოგიდგენიათ, იქ რა მოხდება?

- თუ დაგისაბუთათ მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა?

- რამდენჯერმე ითხოვა მოსახლეობამ მერთან შეხვედრა, თუმცა ყოველ ჯერზე უარით გამოისტუმრეს. პირადად მე მქონდა იმედი, რომ დედაქალაქში­ განუკითხაობა დასრულდებოდა, თუმცა კახა კალაძის გადაწყვეტილება ყველასთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, ისევ აბუჩად აგვიგდეს! თანაც, ვერ დავიჯერებ, რომ არქიტექტურის სამსახურმა ასეთ რეზონანსულ საქმეზე ხელი მერთან შეთანხმების გარეშე მოაწერა.

- თქვენ თავიდანვე ეჭვობდით, რომ ამ მშენებლობას მაღალჩინოსნების, მათ შორის, ირინა იმერლიშვილის ოჯახი ლობირებს.

- ეჭვი კი არა, სიმართლეა და ინფ­ორ­მაციას, ვინ ლობირებს და რა ჯგუფია­ ამ მშენებლობაში ჩართული, უახლოეს დღეებში გავასაჯაროებთ. დაუშვებელია სასა­მართლოში მოგებულ საქმეზე ძლიერი­ კო­ნკრეტული ჯგუფის სურვილი აღმოჩნდეს.
აქ დიდ ბიზნესინტერესებთან გვაქვს საქმე, რომელსაც ახლა უკვე კახა კალაძეც მფარველობს, ყოველ შემთხვევაში, მის გადაწყვეტილებაში ეს იკითხება. მეტიც,
2017 წლის 31 დეკემბერს ატენის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ მომჩივან ირინა მენაბდეს, სახლი დაუყადაღეს, დაზარალებულს სახლი დაუყადაღონ, მსგავსი პრაქტიკა სასამართლო სისტემაში არ მახსოვს!

- თუ თავად ჩივის მოქალაქე მშენებლობის გამო, რის საფუძველზე დაუყადაღეს სახლი?

- სწორედ ეს არის განუკითხაობის კლასიკური მაგალითი - შეტევაზე აქეთ გადმოვიდნენ და ირინა მენაბდეს წინააღმდეგ, რომელიც წლებია 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის უკანონობას ამტკიცებს და როგორც გითხარით, მან ეს ბრძოლა სასამართლოში მოიგო, თავად მშენებლებმა უჩივლეს ბრალდებით, რომ მისმა საჩივარმა ბიზნესსაქმიანობის შეჩერება და ფინანსური ზარალი გამოიწვია. ეს ცინიზმის პიკია!

რა გამოდის, თბილისის მერია უნდა იყოს სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად მოვშალოთ?
სამწუხაროა, რომ კახა კალაძის დაპირებებში არის კეთილშობილური მიზნები,­ რეალობა კი ამ საჯარო განცხადებებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. პირობას ვდებ, ყველა ბნელ მხარეს მოეფინება ნათელი და არ ჰქონდეთ იმედი, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ განცხადებას დავჯერდებით! ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან საუბრის შემდეგ თბილისის მერიას 2018 წლის 15 იანვარს გაცემული ნებართვის შესახებ განმარტება ვთხოვეთ, თუმცა კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

რუსუდან შელია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები