"აუდიტის დასკვნა საზმაუს "აშიშვლებს"
"აუდიტის დასკვნა საზმაუს "აშიშვლებს"
"როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ოპოზიცია და მედია პარლამენტის შემოთავაზებულ კანონპროექტში კორუფციული გარიგებების დიდ საფრთხეს ხედავს და ეს არ გახლავთ რომელიმე მხარის ახირება. შეუძლებელია, ასე ერთხმად ვლაპარაკობდეთ საფრთხეზე, თუ საფუძველი არ არსებობს"

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა საზოგადოებრივ მაუწყებელში აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2015-2016 წლებში ხელფასის გაცემის დროს გათვალისწინებული­ არ იყო თანამ­შრომელთა რეალურად ნამუშევარი­ დრო და 103 თანა­მშრომლის მიერ დარღვეულია მაუწყებლობის­ შესახებ კანონი, რომლითაც მათ ეკრძალებოდათ პარალელურად
სხვა მაუწყებელში ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. ამასთან, სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა შეწყვეტილი ჰქონდა, ხუთი თვის განმავლობაში ჰონორარის სახით მიღებული აქვს 12 800 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის დაცვას უზრუნველყოფდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, გენერალური დირექტორის აპარატში დაცვის შტატგარეშე თანამშრომლებისთვის
გაიცა 81,152 ლარი. ასევე, ვერ დაასაბუთეს, როგორ იხარჯებოდა საწვავი ტელევიზიაში და რატომ იყენებდა 4 ავტომობილი საწვავს შეუზღუდავად. "კვირის პალიტრას" საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე ესაუბრა:

- საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური მაქინაციები ყოველთვის ბუნდოვანი იყო, ახლა კი სახელმწიფო აუდიტს­ აქვს კრიტიკული შეკითხვები ტელევიზიასთან, რომელიც სახელმწიფოსგან რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს იღებს. ამ ფონზე­ გაუგებარია იმ ცვლილებების კანონად ქცევა, რომელთაც ტელევიზია გვთავაზობს და რომელსაც მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი.
კანონმდებლებს უნდა ესმოდეთ - თუ საზმაუში გაიზრდება ფინანსური მანიპულაციების შესაძლებლობა, მწვავე კითხვებიც მოიმატებს.

- 2016 წლის შემდეგ ტელევიზიაში მენეჯმენტი შეიცვალა, ეს არ იქნება გარანტია,­ რომ შესყიდვებისა თუ სახელფასო ანაზღაურების­ გაცემისას საეჭვო გარიგებები აღმოფხვრილია?

- რა თქმა უნდა, არა, პირიქით, როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ოპოზიცია და მედია პარლამენტის შემოთავაზებულ კანონპროექტში კორუფციული გარიგებების დიდ საფრთხეს ხედავს და ეს არ გახლავთ რომელიმე მხარის ახირება. შეუძლებელია, ასე ერთხმად ვლაპარაკობდეთ საფრთხეზე, თუ საფუძველი არ არსებობს. ჯერჯერობით ვეტოდადებული კანონი გვეუბნება,­ რომ ტელევიზიას უნდა გავუფართოოთ შესყიდვების არეალი­ და მივცეთ სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობა, რაც ზრდის კორუფციისა და ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის საფრთხეს.

პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ამ ფორმით მიღება და ვეტოს დაძლევა ნიშნავს, რომ მომავალშიც აუცილებლად გვექნება საეჭვო შესყიდვები, თანაც - დიდი რაოდენობით; მეტიც - თუ კანონი დამტკიცდება, საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერი ფინანსური გადარიცხვა შესყიდვების შესახებ კანონის გვერდის ავლით განახორციელოს.
რატომ აყენებენ საზოგადოებრივ მაუწყებ­ე­ლს­ პრივილეგირებულ მდგომარეობაში,­ მით უმეტეს, რომ აუდიტის დასკვნა აშიშვ­ლებს პრობლემებს, რაც ტელევიზიაში წლებია არსებობს? მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება, როდესაც შეკითხვები ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან გაჩნდება.

დამატებითი რეკლამის მოზიდვა თუ სტარტაპები ზრდის ტელევიზიის შესაძლებლობას, იოლად­ მიიღოს კორუფციული გადაწყვეტილებები.

- მმართველ გუნდსაც აქვს არგუმენტი,­ თუ ასეთი შემთხვევები განმეორდება, ფაქტებზე რეაგირებას საგამოძიებო უწყებები მოახდენენ.

- ამის გარანტია არ არსებობს. ინტერესთა კონფლიქტსა თუ კორუფციის საფრთხეზე პარლამენტში მიღებულ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი.
ამ ტიპის შესყიდვები შეიძლება გახდეს საიდუმლო. ამის ალბათობა დიდია და მის პრევენციაზე პარლამენტს არ უმუშავია. ამასთან, არაერთხელ მოგვითხოვია, რომ მენეჯმენტს საშტატო განრიგი წარმოედგინა. ეს კანონით არის განსაზღვრული - დირექტორმა უნდა წარადგინოს საშტატო განრიგი და საბჭომ უნდა დაამტკიცოს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს საშტატო განრიგი არც შარშან ჰქონია და არც წელს აქვს.
უმჯობესია, სანამ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იზრუნებენ, აუდიტის დასკვნაში მითითებულ საფრთხეზე იმსჯელონ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები