"ქართული საზოგადოება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში ჯერჯერობით არის მოგებული" - კვირის პალიტრა

"ქართული საზოგადოება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში ჯერჯერობით არის მოგებული"

საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართული მედიის როლს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"დამოუკიდებლობის პირველი დღიდან საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა ქვეყნის ძირითადი ინტერსების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ჩვენ ისტორიულ რეალობას წარმოადგენს. თუ სადმე ეფექტური უნდა ყოფილიყო რუსული პროპაგანდა, უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაპირისპირებული მოსკოვთან და იმასთან, რისი პროპაგანდაც უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რუსულ პოლიტიკურ ელიტას. ქართული საზოგადოება, მათ შორის მედიის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, ამ პროპაგანდაში ჯერჯერობით არის მოგებული",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"