"ევროპის უსაფუძვლო გაფრთხილებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს"
"ევროპის უსაფუძვლო გაფრთხილებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს"
გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის წევრი იოაჰიმ შტამპი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვას ითხოვს. შტამპის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდეგ მნიშვნელოვნად იმატა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევებმა და ქართველთა კრიმინალურმა საქმიანობამაც. ამ მხრივ პრობლემები რომ არსებობს, საქართველოს მთავრობაც აღიარებს და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ზომების გამკაცრებას გეგმავს. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მიგრანტთა რაოდენობა იზრდება და რა შედეგს გამოიღებს მთავრობის გამკაცრებული პოლიტიკა? "კვირის პალიტრა" ექსპერტ ვალერიან­ გორგილაძეს ესაუბრა:

- საქართველოს
ვიზალიბერალიზაც­იის საკითხი განსაკუთრებით აღელვებს ისლანდიას, შვედეთსა და გერმანიას, თუმცა, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მიგრანტთა ტალღის შესაჩერებლად? თუ შეზღუდვებს დავაწესებთ, მაშინ იქნება კი ეს თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში? ან იქნებ მთავრობამ აგვიხსნას, რატომ დადგა დღის წესრიგში პრევენციული ზომების მიღება, რა საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს ისეთი, რომ ქვეყნის ერთ-ერთი
მთავარი მონაპოვარი საფრთხის წინაშე დადგა?

- გერმანული მხარე კრიმინალის ზრდაზე­ ლაპარაკობს. კონკრეტული სტატისტიკა ქართულ მხარეს არ გამოუქვეყნებია, თუმცა ყველა მონაცემით, მიგრანტთა რაოდენობა გაზრდილია.

- სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თუ ისლანდიაში მამაკაცები ჩავიდოდნენ, დემოგრაფიული პრობლემების გამო, მთავრობა მათ ფულად კომპენსაციას გადაუხდიდა. ცხადია, დეზინფორმაცია იყო, თუმცა არ გამოვრიცხავ, ქართველ მამაკაცებს ეს დაეჯერებინათ და ისლანდიაში გამგზავრების მსურველთა რაოდენობის ზრდა ამითაც ყოფილიყო განპირობებული. ასეთ დეზინფორმაციაზე ადეკვატური პასუხის არქონის გამო მოქალაქეები მცდარ გადაწყვეტილებებს იღებენ.

- მთავრობაა პასუხისმგებელი, რომ მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციას არ აწვდის?

- სამწუხაროდ, მოქალაქეებს დღემდე მცდარი წარმოდგენები აქვთ უვიზო მიმოსვლაზე და მიაჩნიათ, რომ ევროპაში თავ­ისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა მათ იქ დარჩენისა და მუშაობის უფლებასაც აძლევს. მეორე მხრივ, მიკვირს, რატომ არ პასუხობს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მუქარას. ევროპამ ახლო აღმოსავლეთიდან მილიონობით მიგრანტი მიიღო და პირობითად ვთქვათ, ხუთი ათასი ქართველი რატომ გახდა ისეთი პრობლემური, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე დაიწყო ლაპარაკი? ან რატომ არ ფიქრობენ დასავლელი პარტნიორები, რომ მოსახლეობის ისედაც გაორებული საგარეო განწყობის ფონზე, შესაძლოა, ასეთმა დამოკიდებულებამ უფრო გააღვივოს ევროპის მიმართ სკეპტიციზმი?

- ხომ შეიძლება საქართველოს მიმართ ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამუშავების პროცესი რუსეთის მიერ იყოს პროვოცირებული?

- ფაქტია, ევროპის ასეთი, ჩემთვის უსაფუძვლო გაფრთხილებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ ფონზე რუს­ე­თმა რომ გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, მოსახლეობის­ განწყობაზეც ხომ აისახება? კი ბატონო, საქართველოს მთავრობა შეწუხებულია ევროპის შენიშვნებით, რადგან ეს შეაფერხებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ჩვენი პოზიციაც მტკიცე უნდა იყოს და მოვითხოვოთ განმარტება: კონკრეტულად რა საფრთხეს ხედავს ევროპა? თუ ესეც დეზინფორმაციაა? ვიზალიბერალიზაციის მინიჭებამდეც აცხადებდა გერმანიის ხელისუფლება, გერმანიაში ქართველი კრიმინალების რაოდენობამ იმატაო, მაგრამ როცა ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდა, გაირკვა, რომ დანაშაულის რაოდენობის მიხედვით ათეულშიც კი არ ვიყავით.

რუსუდან შელია
შალვა
21 თებერვალი 2018 15:11
ბევრი თავის ტეხვა არ ჭირდება მაგ პრობლემის მოგვარებას!
მთავრობა ხალხს კი ნუ აფრთხილებს, ნუ გარბიხართო, შექმნას სამუშაო ადგილები.
თავი რომ მოაქვთ, 150 პარლამენტარიდან 100-ზე მეტი მილიონერიაო, ხომ აღარავინ დაობს მაგ სიმდიდრის წარმომავლობაზე და, მაგ ფულით საწარმოები გააკეთონ რაიონებში, ხალხი რომ დასაქმდეს. ერთი იქნებ როგორმე დაიძრას ქვეყანა ერთი ადგილიდან!
ასე ციყვივით კიდევ რამდენი წელი უნდა ვირბინოთ წრეში?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები