"სააკაშვილს არ ადარდებს ბიძინას შეცვლა, მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და მისი სიკეთეებით ძღომა ადარდებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს არ ადარდებს ბიძინას შეცვლა, მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და მისი სიკეთეებით ძღომა ადარდებს"

"გულისრევის გარდა, ცხადია არაფერს იმსახურებს ეგ საფრთხობელა"

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს "რუსთავის 2"-ის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები, სადაც მან "ევრიპული საქართველოზეც" ილაპარაკა და მისი ზოგიერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა, "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი.

მან ექსპრეზიდენტს ორი სტატუსი მიუძღვნა:

"გადაგვარებული პოლიტიკური იმპოტენტის, იგივე მიშა სააკაშვილის ინტერვიუს და ბრალდებებს რაც შეეხება - ეგ ტოქსიკური და ბოროტი კლოუნი რაც მეტ ბრალდებას ისვრის ჩვენი მისამართით, მით უკეთესი;

უნდა ვუპასუხოთ, ვუპასუხოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდეს, რომ მაგ მორალურად დეგრადირებულ არსებასთან აღარაფერი გვაკავშირებს წარმატებებით და შეცდომებით სავსე წარსულის გარდა.

მაგრამ გულისრევის გარდა, ცხადია არაფერს იმსახურებს ეგ საფრთხობელა.

ერთი დღე ვერ გაუძლო ციხეს და მონანიების სამარცხვინო წერილები წერა პოროშენკოს, დღეს დამდგარა და აგრძელებს საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ მისნაირ მხდალ და დეგრადირებულ პოლიტიკოსს უარი უთხრა ისე, რომ თავად ერთი წამით არ დაფიქრებულა თავად რა შეეშალა მათთან.

არანაირი აზრი შინაარსის გარჩევაში შესვლას არ აქვს, იმიტომ რომ მისი ყველა სიტყვა ურთიერთგამომრიცხავია და მის ნათქვამს, მთლიანობაში შინაარსი არ გააჩნია.

მთავარია ყველამ დაიჯეროს, რომ მაგ გამყიდველ და მხდალ ჯამბაზთან აღარაფერი გვაკავშირებს". - დაწერა ჩერგოლეიშვილა, რომელსაც კიდევ ერთი ჩანაწერი მოაყოლა:

"და კიდევ ერთი:

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ექსპრეზიდენტი აგრძელებს დემოკრატიული პროცესის და არჩევნების მიმართ მავნებლური ნიჰილიზმის თესვას და გამოსავალს მხოლოდ ხელისუფლების დამხობაში ხედავს ისაა, რომ ექსპრეზიდენტმა ზუსტად იცის - ის საქართველოში ძალაუფლებას არჩევნების გზით ვერ დაიბრუნებს.

მას არ ადარდებს ბიძინას შეცვლა, მას მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და ძალაუფლების სიკეთეებით ძღომა ადარდებს.

ზუსტად იცის, რომ ქართველი ამომრჩეველი მას ხმას არ მისცემს. ზუსტად იცის, რომ ქართველი ხალხის დარწმუნების უნარი არ გააჩნია.

ამიტომ, ფსიქოლოგიურად მზადა როგორც უკანასკნელმა მხდალმა, კიევის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან გვიყუროს, როგორ ცურავს სისხლში მთელი ქვეყანა, ოღონდ ამაში ძალაუფლების დაბრუნების შანსს ხედავდეს.

ცხადია, ესეც მისი ჰალუცინაციის ნაწილია, ბოცო წიკლაურის დამხობილი ბიძინა არ გაიშვას".

იხილეთ ასევე: სააკაშვილი: "ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი... რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ"

იხილეთ ვიდეო - რას ამბობს გიგა ბოკერია სააკაშვილის განცხადებებზე?