"შესაძლოა ამის მიღმა იდგნენ ძალები, რომელთაც ხელს აძლევთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვა"
"შესაძლოა ამის მიღმა იდგნენ ძალები, რომელთაც ხელს აძლევთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვა"
აზერბაიჯანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "სახელმწიფო საზღვარი: აზერბაიჯანი რუსეთს უკვე მოელაპარაკა, საქართველოს კი..." (იხილეთ) სტატია როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში დიდი ინტერესით წაიკითხეს, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი რესპონდენტი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი ფიქრეთ სადიხოვი აცხადებდა,"თუ ქართულ მხარეს აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელება სურს (ქართველი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით), დავით-გარეჯის საკითხზე კომპრომისზე უნდა დაფიქრდესო. რამდენად მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაციაზე მოლაპარაკებისას მართლაც სცადოს ენერგობერკეტის გამოყენება? ამაზე გაზეთი "კვირის პალიტრა" ფიქრეთ სადიხოვს
ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- უპირველესად, რა არგუმენტები გაქვთ და კონკრეტულად, რა კომპრომისს ითხოვს აზერბაიჯანის მხარე?
- მე აზერბაიჯანის ოფიციალურ მხარეს არ წარმოვადგენ, დამოუკიდებელი­ პოლიტოლოგი ვარ, რაც განვაცხადე, ჩემი პირადი მოსაზრებაა. მეტიც, ვერც საზღვრების დელიმიტაციის ექსპერტობას დავიჩემებ, მაგრამ წლებია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებას ვადევნებ
თვალს როგორც ანალიტიკოსი. ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს­ ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ბევრ საკითხში ერთნაირი პოზიცია გვაქვს.­ მეტსაც ვიტყვი: სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში მეტწილად დამოკიდებულია აზერბაიჯანსა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობაზე. ამიტომ, როდესაც დღის წესრიგში დგება ისეთი რთული, სადავო საკითხი, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, მეჩვენება ხოლმე, რომ ზოგიერთი­ ექსპერტი ამ პრობლემას აზვიადებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის მიღმა დგანან ძალები, რომლებსაც ხელს აძლევთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა.

...
- მე არ მითქვამს, რომ ქართული­ მხარე აუცილებლად უნდა წავიდეს რაღაც­ დათმობებზე. მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობის­ გათვალისწინებით შეგვეძლო ორმხრივ კომპრომისზე წასვლა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთთან სწორედ ეს მასშტაბური ენერგოპროექტები გვაკავშირებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს ეს კომპრომისი - კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ მე არა ვარ საზღვრის დემარკაციის სპეციალისტი, ამიტომ ვერ ვიტყვი, თქვენ ეს მოგვეცით, ჩვენ კი ამას მოგცემთ-მეთქი. ეს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ.

- გამოდის, მოხდა თქვენი კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია და საკითხი­ ასე არ დგას: დაგვითმეთ დავით-გარეჯის საკითხში, თორემ გაზს გავაძვირებთ ან სულაც არ მოგცემთო და ა. შ.

- აბსოლუტურად არ ვგულისხმობდი იმას, რომ ერთმა მეტი უნდა დათმოს და მეორემ ნაკლები.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ქართველები კომპრომისზე უნდა წავიდნენ, თბილისს შეუძლია რაღაც დათმოს" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა დავითგარეჯზე?!

ვაჟა თავბერიძე
gio
13 თებერვალი 2018 20:13
აზერბაიჯანმა რომ მოითხოვოს ერთ-ერთმა მინისტრმა ან პარლამენტარმა დაგვითმოს სამ ოთახიანი ბინა ვაკეში დავითგარეჯის სანაცვლოდო [არა ბიუჯეტის ხარჯზე] რომელი დაუთმობს ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ არცერთი მსურველი არ გამოჩნდება
ანდრი
12 თებერვალი 2018 12:49
პრობლემი ნახევარი ხომ ჩვენი ბრალია. გაბღენძილი უნიათო დამოკიდებულება გვაქვს საქმისადმი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?