ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების აქამდე უცნობი კადრები - კვირის პალიტრა

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების აქამდე უცნობი კადრები

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ შევიდა სპეცრაზმის რამდენიმე წევრი კიევში მდებარე ქართულ რესტორანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და როგორ გამოჰყავთ ის რესტორნიდან

კადრების მიხედვით, რომელიც რესტორნის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მიხეილ სააკაშვილი რესტორნიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.