რამდენი დღე ეყოფა ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს - კვირის პალიტრა

რამდენი დღე ეყოფა ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს

"რამდენი დღე გააგრძელებდა მუშაობას მთავრობა, ყველა უმდიდრესი ადამიანი თავისი ქვეყნის სახელმწიფო ხარჯებს თუ დაფარავდა?" - ასეთი სიტყვებით იწყებს გამოცემა Bloomberg-ი სტატიას და გვთავაზობს 2018 წლის "რობინ ჰუდის ინდექსს" ამ საკითხის შესასწავლად.

Bloomberg-მა შედარებისთვის აიღო 49 ქვეყანა, სადაც განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმებია, დანახარჯის განსხვავებული ტიპებია და ამ ქვეყნებში ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები. შემდეგ შევადარეთ მათი ქონება 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით სახელმწიფოს ყოველდღიურ ხარჯებს. სხვათაშორის, 49-დან მხოლოდ 4 ქალია: ანგოლაში, ავსტრალიაში, ჩილესა და ნიდერლანდებში.

ქვეყანას რომ ჰქონდეს იმის ფუფუნება, მისი უმდიდრესი ადამიანი იხდიდეს სახელმწიფო ხარჯებს, ამ ქვეყნების უმეტესობა 100 დღეც კი ვერ გასტანდა, უმეტესობა კი ერთი თვეც ვერ იარსებებდა. გაგრძელება