"პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთის შს სამინისტროში მას ჰკითხეს, აქვს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის სურვილი.

"მე მათ ვუპასუხე, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა.

იხილეთ: ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების აქამდე უცნობი კადრები

"ინტერპრესნიუსი"