"ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავკეთე და მერე ილაპარაკეთ, რომ მე წარსული ვარ" - კვირის პალიტრა

"ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავკეთე და მერე ილაპარაკეთ, რომ მე წარსული ვარ"

"ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავკეთე და მერე ილაპარაკეთ, რომ მე წარსული ვარ"

საქართველო არის ჩემი და ჩემი ჯგუფის შექმნილი. ამიტომ, რატომაც არ უნდათ ჩემი ჩასვლა, ეს ძალიან მარტივია. საქართველოში არ შეიძლება ერთდროულად ვიყოთ მე და ივანიშვილი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა იმ ვითარების შეცვლა, რა ვითარებაც ამ ორ ქვეყანაშია შექმნილი. "მე დავბრუნდები უკრაინაში, რადგან მაქვს ლეგალური ცხოვრების უფლება. მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც. დამთავრდება ოლიგარქიების ბატონობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ეს არის ძალიან ძირმომპალი და ორივე შემთხვევაში დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მოაჯდა ჩვენს ორ ქვეყანას. უკრაინაშიც და საქართველოშიც ხალხი დაიღალა უპერსპექტივობით, საზოგადოების ნაწილი ტოვებს ქვეყანას. ამ პირობებში საჭიროა დაბრუნება ორივე ქვეყანაში და საჭიროა ვითარების შეცვლა ორივე ქვეყანაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"