უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

"გათავისუფლებულ იქნას გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან, საკუთარი სურვილით", - ნათქვამია განკარგულებაში.

გია გეწაძე აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლის თებერვლიდან იკავებდა. ის პასუხისმგებელი იყო ანტიკორუფციულ საქმიანობაზე და სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურების რეფორმირებაზე.

"ინტერპრესნიუსი"