რუსულ-თურქული "ომი" აფხაზეთის აკვატორიაში
რუსულ-თურქული "ომი" აფხაზეთის აკვატორიაში
აფხაზეთში უკონტროლო თევზჭერის გამო დაწყებული დაპირისპირება პიკს აღწევს - რუსული და თურქული მხარეების გავლენების გადასანაწილებლად ბრძოლა გრძელდება. დაპირისპირებას­ მხარეებად დაყოფილი აფხაზებიც ეწირებიან. ამჟამად ბრძოლა მიმდინარეობს თურქული წარმომავლობის აფხაზებსა (მათ რეგიონში თურქი ინვესტორების ჩამოყვანაზე იზრუნეს) და იმ ადგილ­ობრივებთან, ვისაც რუსი ბიზნესმენები ლობირებენ...

აფხაზეთის ე.წ. პოლიცია რამდენიმე დღის წინ დაკარგულ თურქეთის მოქალაქეს, 1969 წელს დაბადებულ სელიმ კაიას ეძებს. სელიმი თურქული სეინე­რის კაპიტანია. ადგილობრივები ჩივიან, რომ ის ქაფშიას სეზონზე, ოჩამჩირის აკვატორიაში უკანონო თევზჭერას
ეწეოდა...

სელიმი ორმა ნიღბიანმა მაშინ გაიტაცა, როცა ის მძღოლს ოჩამჩირის კაფედან ნავსადგურში­ მიჰყავდა. შეიარაღებულმა­ პირებმა მძღოლი BMW-ს მარკის მანქანიდან ჩამოაგდეს
და თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს. მეორე დღეს სოფელ ბესლახუბასთან მანქანა იპოვეს, მას საქარე მინა დახვრეტილი ჰქონდა... თურქული წყაროს ცნობით, გამტაცებლები სელიმ კაიას ოჯახს ტრაპიზონში უკვე დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 100.000 დოლარი მოსთხოვეს...

"აფხაზი მეკობრეები... აფხაზეთში თევზჭერა საშიში ხდება"
, - ასე ეხმაურება თურქული მედია ფაქტს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვე­ვა არ არის, როდესაც უკანონო ბიზნესში ჩართული პირი გაიტაცეს - 2016 წლის იანვარში ოჩამჩირეში თურქი მეზღვაურის, მურად ჰალის კაიას ცხედარი იპოვეს. მაშინ მხოლოდ ის დაადგინა, რომ გვამს ძალადობის ნიშნები ეტყობოდა... საქმე გამოუძიებელი დარჩა, რეგიონში კი უკანონო ბიზნესმა უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა.

ამჟამად აფხაზეთში თევზის გადამმუშავებელი სულ 6 საწარმოა. ყველაზე მასშტაბური ოჩამჩირის საწარმო 2007 წელს გაიხსნა, რომელიც გავლენიანი თურქული კომპანია Kobyalar Group-ში შემავალი Koptur Balikcilik-ის დაქვემდებარებაშია...

სიდიდით მეორე საწარმოა Apsid Zbad-bek-ი.­ 2011 წელს გაიხსნა და მისი გენერალური დირექტორი ბათალ ავიძბაა. საწარმოში დასაქმებულთა შორის ნაწილი თურქია. საგულისხმოა, რომ ძველი საწარმოს აღდგენა თურქული კაპიტალით ჩატარდა...­ 2011 წლიდან ქარხანა სოფელ აძუბჟაში საექსპორტო თევზის ფქვილსა და ქონსაც ამუშავებს. მასში თურქებმა 5 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადეს და შავ ზღვაში 85-მეტრიანი გემსადგომიც ააშენეს.

სოხუმის რაიონის სოფელ აჩიგვარაში­ მდებარე თევზის საწარმოს დირექტორი რუსლან ფორცხოლ-აღლია... ადგილობრივების თქმით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს თურქულ სეინერებთან, რომლებიც უკონტროლო თევზჭერას ეწევიან.

კიდევ ერთი საწარმო სოფელ მარკულაშია. ისიც 2011 წელს გაიხსნა და დამფუძნებელი ადგილობრივი თემურ ლოგუაა,­ გენერალური დირექტორი კი აფხაზეთში თურქული ბიზნესების ლობისტი, მაჰაჯირების შთამომავალი სონერ გოგუა გახლავთ... საწარმო დღის განმავლობაში 800 ტონა თევზს გადაამუშავებს.

რაც შეეხება რუსულ კომპანიებს, უკანონო თევზჭერისა და გადამუშავების პროცესში ჩართული არიან "აკვატორია 2015" და "ტრანსერვისი"...

დღეს აფხაზეთში საწარმოების თევზით მომარაგებაზე 20 გემი მუშაობს, მათგან 14 აფხაზურ-თურქულია, 6 კი რუსული...

ადგილობრივების თქმით, უკონტროლო ბიზნესის გამო, გასულ წელს აზოვის ქაფშია გაქრა... სონერ გოგუა, როგორც ბაზრის მონოპოლისტი, არც რუსეთისგან მხარდაჭერილი ბიზნესმენების კრიტიკას ერიდება და თავად რუსეთსაც გაჰკრავს ხოლმე კბილს - მედიასთან განაცხადა, რომ თევზის გაქრობაში "მეგობარ" რუსეთსაც მიუძღვის წვლილი...


"ერთი თვის წინ რუსმა მესაზღვრეებმა სამხედრო სწავლება ზუსტად იმ ადგილას წამოიწყეს, სადაც თევზი მოდის... წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს აფეთქება ზღვაში ყოველდღე და რამდენჯერმე, თანაც მაშინ, როდესაც თევზი საქართველოდან შემოდის?! ეს განადგურების ტოლფასია! ჩვენთვის ხომ თევზი შემოსავლის წყაროა?! რატომ არ შეიძლება სამხედრო სწავლ­ება­ ორი თვით გადაიდოს, ან იქნებ იქ გადაიტანონ, სადაც თევზი­ არ არის. მაგრამ აქ სამხედრო სწავლება და ზღვაში აფეთქებები სწორედ რომ თევ­ზის სეზონზე იწყება", - აცხადებს სონერ გოგუა.

ლაპარაკია აფხაზეთში განთავსებული რუსეთის ФСБ -ს სამსახურის მე-7 სამხედრო ბაზაზე. ადგილობრივი მედიის ვერსიით, რუსეთი შემთხვევით არ ირჩევს იმ ადგილებს, სადაც თევზი მოდის, ამით ცდილობს, თურქ ბიზნესმენებს შემოსავლის წყარო დაუხშოს და აფხაზეთიდან განდევნოს.

2017-18 წლების ქაფშიას სეზონზე, რაც ოქტომბერ-აპრილით არის განსაზღვრული, ქაფშიას მოპოვების ლიმიტი 40 ათასიდან 20 ათას ტონამდე შეამცირეს, თევზმჭერი კომპანიების რიცხვი კი რუსული კომპანიების დამატების ხარჯზე გაზარდეს. ამასთან, ადგილობრივების თქმით, ის, რაც შეზღუდულია აფხაზურ-თურქული ბიზნესისთვის, ნებადართულია აფხაზურ-რუსულისთვის... შერჩევითმა მიდგომამ კი თურქული ბიზნესის ლობისტების უკმაყოფილება გამოიწვია - თურქული თევზსაჭერი სეინერის კაპიტნის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე აფხაზურ-თურქული საწარმო Apsid Zbad-bek-ის დირექტორი ბათალ ავიძბა აცხადებდა, რომ აფხაზეთის აკვატორიაში თევზსაჭერი სეინერების რიცხვი უნდა შემცირებულიყო, რადგან ისინი ერთმანეთს უშლიან ხელს, ქაფშიას აფრთხობენ და ბიზნესი კვდება...

დავით გადლია, თევზჭერის განყოფილების" უფროსი: -
თევზჭერის კვოტის­ 15% რუსულ კომპანიებს გადაეცა და ეს იმ ფონზე, როდესაც მთლიანი კვოტა - 20 ათასი ტონა - აფხაზეთისთვისაც კი ძალიან ცოტაა... ვითარებას ართულებს ისიც, რომ ახლა კიდევ ორ კომპანიას დართეს თევზჭერისა და ექსპორტზე გატანის ნება, სეინერების რაოდენობა კი რვა ერთეულით გაიზარდა. თევზის გადამმუშავებელი ქარხნების მფლობელები ახალი ექსპორტიორების გაჩენით უკმაყოფილონი არიან...

ლალი პაპასკირი
ლუკა
05 მარტი 2018 03:26
საქართველოს მთავრობა რატომ არ თხოვს "მეგობარი" თურქეთის მთავრობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თურქი მოქალაქეების და კომპანიების საქმიანობა აკრძალოს? დაუწესოს თურქეთმა სანქციები იმ თურქულ კომპანიებს, რომპლებიც საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობას ეწევიან. თურქეთი ხომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს სიტყვით? საქმით კი საკუთარ მოქალაქეებს და კომანიებს ხელს არ უშლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინვესტიციების განხორციელებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი აქტიურობა ესაჭიროება თურქ "მეგობრებთან".
jemali
02 მარტი 2018 09:56
კი მარა საერთოდ რა უფლება აქვთ თურქებს მანდ როშედიან?! მეტის ღირსები არიან!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები