მეჭიაური: "მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ შეიძლება ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ" - კვირის პალიტრა

მეჭიაური: "მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ შეიძლება ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ"

ამ ეტაპზე ჩემს საწინააღმდეგოდ რაიმე ბერკეტი არ გააჩნიათ, თუმცა მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ თეორიულად შეუძლიათ ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ, - ამის შესახებ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე დაპირისპირებულ ძალებს რაიმე ბერკეტი არ აქვთ. შეიძლება ისინი გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც მერად ყოფნის 6 თვე შემისრულდება. ამის შემდეგ აქვთ მათ თეორიული შესაძლებლობა, რომ დაიწყონ ჩემი იმპიჩმენტის პროცედურები. ეს საკრებულოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს," - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მერის არჩევნებში 1 ხმით გაიმარჯვა. მას მეტოქეობას "ქართული ოცნების" კანდიდატი უწევდა. არჩევნების შედეგები "ქართულმა ოცნებამ" შედეგები სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა როგორც მცხეთის რაიონულმა, ისევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაურის სასარგებლო გადაწყვეტილება მიღო.

"ინტერპრესნიუსი"