იან კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს - კვირის პალიტრა

იან კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს

აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოში მისიას და დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. ამის შესახებ იან კელიმ საქართველოში აშშ-ის საელჩოს, რონდელის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ დისკუსიაზე "შემდეგი ეტაპი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში: დემოკრატიის კონსოლიდაცია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მარტის ბოლოს ვასრულებ 33-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ასევე სრულდება ჩემი სამწლიანი საქმიანობა საქართველოშო ელჩის რანგში, რაც ძალზედ გულდასაწყვეტია ჩემთვის. აქედან ჩიკაგოში მივემგზავრები და Northwestern University-ში გავუძღვები სალექციო კურსს. ახალ მოვალეობას აპრილიდან შევუდგები, რასაც ენთუზიაზმით ველოდები, თუმცა არ ვიცი, ასე მცირე დრო რატომ გამოვუყავი საკუთარ თავს დასვენებისთვის. ახლა ჩემს დროს მივუძღვნი მომავალი თაობის განათლებას და მათთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებას. იმედი მაქვს, მომისმენენ", - განაცხადა იან კელიმ.

ელჩმა საქართველოში საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეს ის ადგილია, რომელსაც სინამდვილეში ვერასდროს დაემშვიდობება.

"ინტერპრესნიუსი"