"სააკაშვილი საკუთარი საქმიანობითა და რიტორიკით სულელებს იზიდავს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი საკუთარი საქმიანობითა და რიტორიკით სულელებს იზიდავს"

"სააკაშვილი, მისი პოლიტიკური წონის გათვალისწინებით, საერთოდ არავისთვის არის საშიში. მე როგორც გენერალური პროკურორი, ამას პირადად ვეუბნებოდი", - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გამოცემა Левый берег-თან საუბრისას.

"მისი აგრესიული რიტორიკის წყალობით, მის გარშემო უკიდურესად აგრესიული პირები იკრიბებიან. ერთი მათგანისგან ჩვენ 20 კილოგრამი პლასტიდი ამოვიღეთ. ცნობისთვის: 20 კილოგრამი პლასტიდით შესაძლებელია უმაღლესი რადას ერთი კედლის მთლიანად დანგრევა და ეს ფაქტია", - აღნიშნა ლუცენკომ.

უკრაინის გენერალური პროკურორი ამის გამო სააკაშვილს არ ადანაშაულებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობითა და რიტორიკით სულელებს იზიდავს.

"ქვეყანაში სიღარიბისას, ომის დროს ასეთები ძალიან ბევრია" , - დაამატა ლუცენკომ.

"ინტერპრესნიუსი"