რას უხდის საქართველო ბელარუსს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ? - კვირის პალიტრა

რას უხდის საქართველო ბელარუსს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ?

ბელარუსის დამოუკიდებელი ტელევიზიის Белсат ТВ-ის პროგრამაში «Тэрыторыя праўды» ("სიმართლის ტერიტორია"), რომლის წამყვანები ცნობილი რუსი ჟურნალისტები ევგენი კისელიოვი და სვეტლანა კალინკინა არიან, ბელარუსის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს.

აქვე შევნიშნავთ, რომ Белсат TV მაუწყებლობს პოლონეთიდან და ხშირად მწვავედ აკრიტიკებს ბელარუსის დღევანდელ ხელისუფლებას.

პროგრამაში დაისვა კითხვა: "რას უხდის საქართველო ბელარუსს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ?"

გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ ამ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა:

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს ბელარუსზე, რომ იქ არის პოლიტიკოსებისა თუ კლანების დიდი ინტერესი, ბელარუსმა მაინც შეძლო საკმაოდ დამოუკიდებელი პოლიტიკა გაეტარებინა საქართველოს მიმართ. მაგალითად, ბელარუსი არ მონაწილეობდა იმ ემბარგოში, რომელიც რუსეთმა საქართველოს 2006 წელს გამოუცხადა. ოფიციალური მინსკი დღემდე არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ბელარუსი ცდილობს ღია იყოს ქართული ინვესტიციებისა და ვაჭრობისათვის. ცხადია, ამ ყველაფერს ბელარუსი უფასოდ არ აკეთებს: საქართველო იძულებულია ბელარუსისგან შეიძინოს ტრაქტორები და სხვა ტექნიკა, რომელსაც სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვიყიდდით". (წყარო)

თარგმნა სიმონ კილაძემ