ორ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება 200 მილიონით შემცირდა - კვირის პალიტრა

ორ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება 200 მილიონით შემცირდა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, განახლებული სიის სათავეში მოექცა ამერიკელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც, გამოცემის ინფორმაციით, 112 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ცენტი-მილიარდერი“ ბეზოსი პირველად გახდა გამოცემის რეიტინგის ლიდერი და ის ერთადერთია 12 ნიშნულიანი სიმდიდრით. მისი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 39 მილიარდით გაიზარდა და მეტია მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეითსის 90 მილიარდიან ქონებაზე. ამასთან, ეს არის ყველაზე დიდი სხვაობა პირველ და მეორე ადგილებს შორის 2001 წლის შემდეგ. მესამე ადგილზე კი უორენ ბაფეტი გავიდა 84 მილიარდით. აღსანიშნავია, რომ მეოთხე ადგილზე მყოფი ბერნარ არნო ყველაზე მდიდარი ევროპელია 72 მილიარდის ქონებით.

განაგრძეთ კითხვა