"ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრაზე გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრაზე გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს"

8 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრაზე გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი წერს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს ბრიუსელში გაიმართება, გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. 8-10 მარტს, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ იმ ძალისხმევების თაობაზე, რომლებსაც საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებს", - წერს იოზვიაკი.

"ინტერპრესნიუსი"