ქალთა რბოლა საპრეზიდენტო მარათონში?!
ქალთა რბოლა საპრეზიდენტო მარათონში?!
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ამბიცია ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვს. არა მგონია, მის კანდიდატურას გუნდში არსებულმა სხვადასხვა ჯგუფმა ერთსულოვნად დაუჭიროს მხარი, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება

საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონი ოფიციალურად დაიწყო - მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ­ და შესაძლოა უპირატესობა ქალს მიანიჭონ. ამასობაში ოპოზიცია შეთანხმებას­ ცდილობს, თუმცა, კონსულტაციების დაწყებამდე ვარაუდობენ, რომ საერთო­ კანდიდატზე შეთანხმების მცდელობა კრახით დასრულდება. სანამ პარტიები კანდიდატებზე შეთანხმდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანდიდატების არჩევანი
არც ისე მრავალფეროვანია - როგორც ამბობენ, "ქართულ ოცნებას" თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება, თუმცა ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდი
დატურას ემხრობა.

როგორც კულუარებში ამბობენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" სანდრა რულოვსის კანდიდატურაზე მსჯელობენ. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დიდი ალბათობით, საარჩევნო მარათონში გიორგი მარგველაშვილი და ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩაერთვებიან. როგორც ამბობენ, ორივე ოპოზიციის ერთსულოვან მხარდაჭერას ელოდება. ვის რა შანსი აქვს გახდეს უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს, "კვირის პალიტრის" შეკითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს:

"თუ "ქართული ოცნება" დამარცხდა, მაშინ..."


- დარწმუნებული ვარ, წულუკიანის­ შე­­საძლო კანდიდატურაზე ინფორმა­ცია­ "ქა­რ­თული ოცნებიდან" არა მისმა კეთი­ლ­­­მო­სურნეებმა, არამედ მოწინააღმდეგე ჯგუფმა გაავრცელა. ახლა მმართველ გუნდში კონსულტაციები იმ ეტაპზეა, როდესაც სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს ფავორიტების დასახელებასა და ლობირებას. წულუკიანზე საუბრის დაწყება ემსახურება იმას, რომ საზოგად­ოება შეეჩვიოს კანდიდატ ქალს და იუსტიციის მოქმედი მინისტრის ფონზე გამოჩნდეს სხვა ქალი, რომელიც წულუკიანთან შედარებით ბევრად სოლიდური გამოჩნდება ამომრჩევლის თვალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მგონია, "ქართული ოცნება" იმდენად ვერ აანალიზებდეს­ ვითარებას, რომ ეგონოს, წულუკიანს ხალხი მხარს დაუჭერს - ადამიანს, რომლის წარმატებული გადაწყვეტილების გახსენება მის გულმხურვალე მხარდამჭერებსაც კი გაუჭირდებათ. სამაგიეროდ, მისი არაერთი ნეგატიური ნაბიჯი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ: კრახი სასამართლოში, კრახი საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ყოფილ მაღალჩინოსნებს ინტერპოლიდან ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ ძებნილთა სიიდან და მეტიც, ევროპულ სასამართლოებს გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდათ...

- თქვენი შეფასებით, თეა წულუკიანის ფონზე უკეთესი არჩევნის ილუზიის შესაქმნელად დასახელდა სალომე ზურაბიშვილი?

- ეს მარტივი პოლიტტექნოლოგიაა. ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ამბიცია ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვს. არა მგონია, მის კანდიდატურას გუნდში არსებულმა სხვადასხვა ჯგუფმა ერთსულოვნად დაუჭიროს მხარი, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება.

- "ნაცმოძრაობაშიც" კანდიდატ­ ქალზე მსჯ­ელ­ობენ. სანდრა რულოვსის დასახელება ხომ არ გახდა "ქართულ ოცნებაში"­ კანდიდატ ქალზე მსჯელობის საფუძველი?

- რულოვსის საპირისპიროდ კონკურენტი ქალის დაყენება პოლიტტექნოლ­ოგიურად წამგებიანი იქნება, აჯობებს, ისევ მამაკაც კანდიდატზე იფიქრონ. პოლიტტექნოლოგიურად მისი კანდიდატურა­ "ნაცმოძრა­ობისთვის" მომგებიანი იქნება, თუმცა შედეგს ვერ მიიღებენ, რადგან ეს პარტია ჩამოყალიბდა ჩაკეტილ სისტემად, რომელსაც ელექტორატის გაზრდის პოტენციალი დაკარგული აქვს.

- რულოვსის კანდიდ­ატურის­ გარშემო ოპოზიციის გაერთიანება არარეალურია?

- როგორ წარმოგიდგენიათ "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გაერთიანება? დანარჩენი კი ერთკა­ციანი პარტიებია, რომელთა­ შეკრება შედეგს ვერასდროს მოგვცემს. არც "ნაცმოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის", ან ნინო ბურჯანაძის გაერთიანებაა შესაძლებელი. კი, ოპოზიციის გაერთიანებაზე ლაპარაკი შეიძლება, თუმცა კონკრეტიკაზე საუბრისას გასაგები ხდება, რომ ეს შეუსრულებელი ამოცანაა.

- რა შანსი აქვს მოქმედ­ პრეზიდენტს, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც მზადყოფნას, ფაქტობრივად, აფიქსირებს?

- ალბათ, მარგველაშვილი ეცდება ამ თამაშში მონაწილეობა მეორედ არ მიიღოს, რადგან პოლიტიკა არ არის მისი ძლიერი მხარე­, მაგრამ პოლიტიკიდან გასვლა ყოველთვის რთულია - შესაძლოა ის რაღაც პირობებმა აიძულოს მეორედ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა.

- რა პირობებმა?..

- თუნდაც ხელისუფ­ლების მუდმივმა ზეწოლამ - როდესაც გიტევენ, შენც გიჩნდება კონტრშეტევის სურვილი, მაგრამ მარგველაშვილმა პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დააგვიანა. მმართველი გუნდი ეცდება მის ირგვლივ მიწა ამოწვას, ჩამოაშოროს ისედაც მცირე ადამიანური რესურსი. საზოგადოებაც აუცილებლად ჰკითხავს, რა გააკეთა ხუთი წლის განმავლობაში და რატომ უნდა ვენდოთ მომავალში?­

რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მასზე­ უკეთეს კანდიდატურას ვერ ვხედავ, თუ ბიძინა ივანიშვილს არ ჩავთვლით - ამ ეტაპზე მისი გაპრეზიდენტება იქნებოდა ქვეყნის განვითარების ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმ სტაგნაციაში, რაშიც ახლა ვართ, მეტიც, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა თავად აიცილოს და ყველაფერი ივანიშვილს დააბრალოს, თუმცა მცირეა შანსი, მან ეს ნაბიჯი გადადგას... 2018 წლის საპრ­ეზიდენტო არჩევნები იქნება 2020 წლის გენერალური რეპეტიცია. თუ მოხდა­ სასწაული და "ქართული ოცნება" დამარცხდა, რისი ალბათობაც მცირეა, 2020 წელს ხელ­ისუფლებაში აუცილებლად ოპოზიცია მოვა.

"კანდიდატზე მოკლე დროში შევთანხმდებით"


არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:
- "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს გაზაფხულზე დაასახელებს. საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე გუნდში უფრო გახშირდება კონსულტაციები და მოკლე დროში შევთანხმდებით კანდიდატზე.

"პოლიტიკაში მოსისხლე მტრებიც კი ერთიანდებიან"


გიგი წერეთელი, "ევროპული საქართველოს" წევრი:
- მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ მოხერხდება ერთიან კანდიდატზე ოპოზიციის შეთანხმება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სახე მიეცემა კონსულტაციებს - შევთანხმდებით პირველივე ტურში საერთო კანდიდატზე, თუ შეთანხმებას მივაღწევთ მეორე ტურში გადასულ კანდიდატზე. ვფიქრობ, მეორე ვარიანტი უფრო რეალურია.

- არსებობს შანსი, შეთანხმებას მიაღწიოთ, მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობასთან"?

- პოლიტიკაში მოსისხლე მტრებიც კი სხდებიან საერთო მაგიდასთან.

"რულოვსის კანდიდატურაზე საუბარი სპეკულაციაა"


ზაზა ბიბილაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
- რულოვსის კანდიდატურაზე ახლა საუბარი სპეკულაციაა, ამ ეტაპზე მთავარია, ოპოზიცია შეთანხმდეს, ვიბრძვით თუ არა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამისთვის კი უპირველესად აუცილებელია პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ერთი კანდიდატის გარშემო.

- რამდენად რეალურია, მაგალითად, "ევრო­პულ საქართველოსთან" გაერთიანება?

- რეალურია გაერთიანება ყველასთან, ვისაც სურს ივანიშვილის მოშორება.

- ეს იქნება პირველ ტურამდე, თუ მეორე ტურში გადასვლის შემდეგ, რასაც უფრო რეალურად მიიჩნევს "ევროპული საქართველო"?

- დეტალებზე ჩაკირკიტებას არ დავიწყებ. უნდა შევძლოთ პირველ ტურამდე, და თუ ვინმე მიზეზს ეძებს, რომ თავიდან აიცილოს შეთანხმება, სხვა საკითხია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები