ევროპარლამენტარი : "არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი თუ გაიზრდება, შესაძლოა შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს"
12-03-2018
ევროპარლამენტარი : "არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი თუ გაიზრდება, შესაძლოა შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს"
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლიდან მალე ერთი წელი გავა. მომავლის პროგნოზებზე, მათ შორის - ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ეჭვსა და შეშფოთებაზე "ლიტველ ევროპარლამენტარს, პეტრას აუსტრევიჩუსს­ ვესაუბრეთ.

- ბევრი თვლის, რომ ბრიუსელში "ყვითელი ბარათი" უკვე გვაჩვენეს და გვირჩიეს, ფრთხილად ვიყოთ.

- თავდაპირველად მინდა აღვნიშნო ამ პრობლემის ერთ-ერთ მთავარი ფაქტორი, რომელიც ზოგჯერ ავიწყდებათ საქართველოს კრიტიკოსებს: თქვენს ქვეყანას სთხოვენ, ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტები - იქნება ეს ადამიანის უფლებები, ეკონომიკური რეფორმები თუ სამართალწარმოება -
ვიდრე მანამდე გქონდათ. ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებს, მაგრამ ეს ერთ დღეში არ მოხდება... მე კი ვიტყოდი, რომ თბილისში­ ზოგ­ჯერ რეფორმების მიმართ სელექციურ­ მიდ­გომას ცდილობენ. გვეუბნებიან: აი, ამას გავაკეთ­ებთ, ეს გადავდოთ, ეს არ გვინდა."ასე საქმე არ გამოვა. საქართველოს აქვს შანსი, წინ წავიდეს,
მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქაღალდებზე ხელმოწერას - ცვლილებები რეალური უნდა იყოს, ამიტომ მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს,­ რეფორმებისადმი სელექციურ მიდგომას ნუ გამოავლენენ.

- რომელ რეფორმებს გულისხმობთ?

- ჩვენ საქართველოს ბევრი რამის გაკეთება ვთხოვეთ, მაგრამ თვითონაც შევასრულეთ პირობა და უვიზო რეჟიმი ავამუშავეთ. ეს იყო ბრიუსელიდან აღიარება,­ რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. მაგრამ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ საკითხებში - იქნება ეს კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა - მთავრობა ცდილობს,­ გვითხრას, ეს ევროკავშირის საქმე არ არის, ნუ ჩაერევით, ჩვენ თვითონ მივხედავთო. ასეთი მიდგომა სახიფათოა. არ მინდა, გავაზვიადო და ვთქვა, რომ ამას მასშტაბური­ ხასიათი აქვს, მაგრამ თუ ეს სისტემურ მიდგომად იქცევა, ნაბიჯს უკან გადადგამთ.

- არსებობს საფრთხე, რომ შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება?

- შეიძლება ამოქმედდეს, თუ არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი გაიზრდება.­ 2017 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით, არც ისეთი დრამატული მონაცემ­ები გვაქვს - 5%-საც არ აჭარბებს იმ ადამიანთა­ რიცხვი, რომლებიც აქ არალე­გალურად­ რჩებიან, მაგრამ არსებობს ე.წ. ტოლერანტობის ზღვარი, და თუ გახშირდება განცხადებები­ ქართველი კრიმინალების შესახებ, მოგვიწევს ზომების მიღება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამის გამო, უპირველესად, კანონმორჩილი ადამიანები დაზარალდებიან, რადგან, შესაძლოა, რომელიმე ქვეყანამ მათ უვიზო შესვლაზე უარი უთხრას. მოკლედ, რისკი არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ იქნება.

- ევროსკეპტიკურად განწყობილების ნაწილი აცხადებს, - ევროკავშირი­ ასეულობით ქართველზე წუწუნებს, არადა, მილიონობით სირიელს იღებსო...

- თქვენს ქვეყანაში ომი არ მიმდინა­რეობს და გასაქცევად არ გაქვთ საქმე. ჩვენ საქართველოს სტაბილურ, მშვიდობიან ქვეყნად მივიჩნევთ. ქართველები ლტოლვილები არ ხართ - ბრიუსელში ასე არავინ აღგიქვამთ.

ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები