"საბოლოო სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება" - ქალთა საპრეზიდენტო მარათონის მოლოდინში
"საბოლოო სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება" - ქალთა საპრეზიდენტო მარათონის მოლოდინში
საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონი ოფიციალურად დაიწყო - მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ­ და შესაძლოა უპირატესობა ქალს მიანიჭონ. ამასობაში ოპოზიცია შეთანხმებას­ ცდილობს, თუმცა, კონსულტაციების დაწყებამდე ვარაუდობენ, რომ საერთო­ კანდიდატზე შეთანხმების მცდელობა კრახით დასრულდება. სანამ პარტიები კანდიდატებზე შეთანხმდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანდიდატების არჩევანი არც ისე მრავალფეროვანია - როგორც ამბობენ, "ქართულ ოცნებას" თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება, თუმცა ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ემხრობა.

როგორც
კულუარებში ამბობენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" სანდრა რულოვსის კანდიდატურაზე მსჯელობენ. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დიდი ალბათობით, საარჩევნო მარათონში გიორგი მარგველაშვილი და ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩაერთვებიან. როგორც ამბობენ, ორივე ოპოზიციის ერთსულოვან მხარდაჭერას ელოდება. ვის რა შანსი აქვს გახდეს უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს,
გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - დარწმუნებული ვარ, წულუკიანის­ შე­­საძლო კანდიდატურაზე ინფორმა­ცია­ "ქა­რ­თული ოცნებიდან" არა მისმა კეთი­ლ­­­მო­სურნეებმა, არამედ მოწინააღმდეგე ჯგუფმა გაავრცელა. ახლა მმართველ გუნდში კონსულტაციები იმ ეტაპზეა, როდესაც სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს ფავორიტების დასახელებასა და ლობირებას. წულუკიანზე საუბრის დაწყება ემსახურება იმას, რომ საზოგად­ოება შეეჩვიოს კანდიდატ ქალს და იუსტიციის მოქმედი მინისტრის ფონზე გამოჩნდეს სხვა ქალი, რომელიც წულუკიანთან შედარებით ბევრად სოლიდური გამოჩნდება ამომრჩევლის თვალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მგონია, "ქართული ოცნება" იმდენად ვერ აანალიზებდეს­ ვითარებას, რომ ეგონოს, წულუკიანს ხალხი მხარს დაუჭერს - ადამიანს, რომლის წარმატებული გადაწყვეტილების გახსენება მის გულმხურვალე მხარდამჭერებსაც კი გაუჭირდებათ. სამაგიეროდ, მისი არაერთი ნეგატიური ნაბიჯი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ: კრახი სასამართლოში, კრახი საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ყოფილ მაღალჩინოსნებს ინტერპოლიდან ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ ძებნილთა სიიდან და მეტიც, ევროპულ სასამართლოებს გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდათ...

- თქვენი შეფასებით, თეა წულუკიანის ფონზე უკეთესი არჩევნის ილუზიის შესაქმნელად დასახელდა სალომე ზურაბიშვილი?

- ეს მარტივი პოლიტტექნოლოგიაა. ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ამბიცია ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვს. არა მგონია, მის კანდიდატურას გუნდში არსებულმა სხვადასხვა ჯგუფმა ერთსულოვნად დაუჭიროს მხარი, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება.

- "ნაცმოძრაობაშიც" კანდიდატ­ ქალზე მსჯ­ელ­ობენ. სანდრა რულოვსის დასახელება ხომ არ გახდა "ქართულ ოცნებაში"­ კანდიდატ ქალზე მსჯელობის საფუძველი?
- რულოვსის საპირისპიროდ კონკურენტი ქალის დაყენება პოლიტტექნოლ­ოგიურად წამგებიანი იქნება, აჯობებს, ისევ მამაკაც კანდიდატზე იფიქრონ. პოლიტტექნოლოგიურად მისი კანდიდატურა­ "ნაცმოძრა­ობისთვის" მომგებიანი იქნება, თუმცა შედეგს ვერ მიიღებენ, რადგან ეს პარტია ჩამოყალიბდა ჩაკეტილ სისტემად, რომელსაც ელექტორატის გაზრდის პოტენციალი დაკარგული აქვს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი , შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად



Naziko
14 მარტი 2018 12:34
Enzela machavariani es aris adamiani romelic sxvaze metad imsaxurebs prezidentis savarzels. Misi prezidentobis pirobebshi karburatorshikebs shavi dge daadgebat da vegar gaamxelen rom karburatorshikebi arian. Es iqneba mxiaruli prezidenti da qveyana sul sicil xarxarit cava cin.
ENZELA PREZIDENTAD!!!
gia
13 მარტი 2018 15:34
ნინო ბურჯანაძეს ვერ ვხედავ, არადა სამივეს ჯობია
Nიო
13 მარტი 2018 12:18
სანდრა რა თქმა უნდა ... ჭკვიანი და პატიოსანი ქალია ...ქვეყანას უსველის ..კი სანდრა ბევრს ეხმარენა რაც ჩვენ , ქართველების ავანდმყოფურ აზროვნებას " უჭირს გაიგოს".. ასე "ტყუილად " როგორ შეიძლება დახმარება! უვარგისე ერი ვართ , მარტალაი უქმინდესი ...ასე არაფერიც არ გვეშველება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები