რა ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს მერიას "სითი პარკისთვის" ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ? - კვირის პალიტრა

რა ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს მერიას "სითი პარკისთვის" ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ?

თბილისის მერიას ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ "სითი პარკისთვის" პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, პირგასამტეხლო 25 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, თავის მხრივ, კომპანიაში აქამდე გაკეთებული განცხადებებით, საჯარიმო თანხის კონკრეტული ოდენობა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

მერიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "სითი პარკში" კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

"თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია "სითი პარკს," - აღნიშნა კალაძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"