ბიბილოვი: "ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა"
ბიბილოვი: "ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა"
"ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა", - ამის შესახებ ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

"დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქულების დაწერა ყველაზე იოლია ნაციონალიზმის საკითხისა და რევანშისტური გამონათქვამების გამოყენებით", - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

მისი თქმით, აღნიშნული ისტერიის კიდევ ერთი წყარო
საქართველოს დასავლელი კურატორები არიან, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ, რათა კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ "სამხრეთ ოსეთი", როგორც ოკუპირებული რეგიონი, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა.

"ინტერპრესნიუსი"
miqel gabrieli
14 მარტი 2018 18:16
მდააა... ისე არჩევნები რა შუაშია ამ ამბავში? ...არ გაქვს სხვა სალაპარაკო და რას იზამ.. მოვა შენი დროც მოვა....
Dato
14 მარტი 2018 16:33
უნდა შეწყდეს ამათი უფასი მკურნალობა მერე ვნახოთ როგორ ამღერდებიან
ezra
14 მარტი 2018 15:23
ტატუნაშვილის ცხედარს სავარაუდოდ ,,სევერნაია ოსეტიიას'' დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შემდეგ გადმოგვცემენ. აღლუმზე, მოსკოვიდან, სოხუმიდან და ნიკარაგუადან ჩასულ მაღალ საზოგადოებას ხომ უნდა აჩვენონ თავიანთი მიღწევები, და აჰა! არის შანსი თავი მოაწონონ მეგობრებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები