ბიბილოვი: "ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა" - კვირის პალიტრა

ბიბილოვი: "ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა"

"ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა", - ამის შესახებ ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

"დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქულების დაწერა ყველაზე იოლია ნაციონალიზმის საკითხისა და რევანშისტური გამონათქვამების გამოყენებით", - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

მისი თქმით, აღნიშნული ისტერიის კიდევ ერთი წყარო საქართველოს დასავლელი კურატორები არიან, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ, რათა კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ "სამხრეთ ოსეთი", როგორც ოკუპირებული რეგიონი, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა.

"ინტერპრესნიუსი"