"ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს" - რას ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი?
"ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს" - რას ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი?
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

"ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ამგვარი განცხადება არ არის საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას", - განაცხადა დაურ კოვემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, ჟენევის
საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ქართულ მხარეს არ ესმის არსებული პრობლემები და კატეგორიულად უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის დადებაზე.

"ჩვენი აზრით, ამგვარი დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით", - აღნიშნა მან.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ
იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარის რეალურ მზაობას დაინახავენ "სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის" ჩამოსაყალიბებლად, მაშინ აფხაზური მხარე მზად იქნება მასში მონაწილეობა მიიღოს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები