"ჩვენს ციხეებში ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება" - რა მოითხოვა გიორგი გახარიასგან შვედმა მინისტრმა?
"ჩვენს ციხეებში ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება" - რა მოითხოვა გიორგი გახარიასგან შვედმა მინისტრმა?
სტოკჰოლმში შვედეთის იუსტიციის მინისტრის მორგან იოჰანსონის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრა გაიმართა.

როგორც შვედეთის რადიო «Sverige Radio» იუწყება, შვედი მინისტრი ცდილობდა დაერწმუნებინა ქართველი კოლეგა იმაში, რომ მან სამშობლოში უნდა წაიყვანოს შვედეთის საპყრობილეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავისუფლება სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო აღუკვეთეს: "მათ ჩვენს ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი რეაბილიტაცია და უფლებების აღდგენა საქართველოშია შესაძლებელი და არა შვედეთში. თბილისს შეუძლია თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაიბრუნოს. ჩვენს ციხეებში
ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება".

შვედეთის რადიოს კორესპონდენტის, ივან გარსიას თქმით, პოლიციის მონაცემების თანახმად, შვედეთში მომხდარი ძარცვა-ქურდობის თითქმის ნახევარი უცხოელების მიერ ხორციელდება. საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხი ქვეყნიდან, საიდანაც შვედეთში "საგასტროლოდ" ყველაზე მეტი ორგანიზებული ბანდების წევრი ჩადის. ისინი ძირითადად იპარავენ გემების ძრავებს, ავტომობილის დეტალებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.
გარდა ამისა, ძარცვავენ ხანშიშესულ შვედეთის მოქალაქეებს.

ევროკავშირის ფარგლებში უცხოელი მოქალაქეების მიმართ უკვე ხუთი ათასზე მეტი დანაშაულებრივი საქმის გამოძიება მიმდინარეობს. მათგან ბევრს დანაშაული შვედეთშიც აქვს ჩადენილი და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც.

როგორც მორგან იოჰანსონი ამბობს, "საერთაშორისო წესების თანახმად, საქართველო ვალდებულია შვედეთში მსჯავრდებული თავისი მოქალაქეები სამშობლოში დაიბრუნოს, მაგრამ ბოლო ათი წლის მანძილზე ასე არ ხდებოდა: თბილისი ჩიოდა, რომ პენიტენციალურ სისტემაში თავისუფალი ადგილი არ ჰქონდა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია".

საქართველოსთან პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების - რუმინეთის, ლიტვის და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შვედეთი ამ ქვეყნების დამნაშავეებს არაფერს სთავაზობს - არც ფულს და არც რაიმე კომპენსაციას.

მინისტრის თქმით, არსებობს იმის საფუძველი, რომ საქართველოს მთავრობა უნდა დაეთანხმოს შვედეთის მოთხოვნას პატიმრების ქართულ ციხეებში გადაყვანის თაობაზე: "მათ ვიზალიბერალიზება მიიღეს, უვიზო რეჟიმს კი გაფრთხილება სჭირდება. ვფიქრობ, საქართველოს ეს კარგად ესმის და ამისკენ ისწრაფვიან", - ამბობს მორგან იოჰანსონი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ
ვერ დავეწევით ევროპას.
14 მარტი 2018 21:24
რამდენად ვართ ჩამორჩენილი მათ სოციალურ პირობებს და თავიანთ ხალხზე ზრუნვას.

რას ამბობს ეს კაცი დააკვირდით: "მათ ჩვენს ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი რეაბილიტაცია და უფლებების აღდგენა საქართველოშია შესაძლებელი და არა შვედეთში. "

ჩვენ მარტო ციხეში ჩასმა გვგონია დამნაშავის დასჯა. რეაბილიტაციაო, უფლებების აღდგენაო... ამაზე ვინ ფიქრობს საერთოდ. გრანტიჭამია ნჯო-ები? მეტი არააჩემი მტერი.
ინგა
14 მარტი 2018 21:12
მიდი გაბედე მოიპარე, რომ შეხვალ ევროპაში ჩათვალე უკვე იციან ვინ ხარ, რას წარმოადგენ, მაგათ ვერაფერს გამოაპარებ, იმდენი კეთილი ნატვრის ასრულება, რამდენი ბევრი ევროპელი პოლიციის მაღალჩინოსანი ქურდებთან შეკრულია. უნდათ და ვერ ადეპორტებენ? ბილეთის ფული უჭირს ევროპას. ყველა, რომ გამოადეპორტონ არალეგალურად ვიღამ შეიძინოს ნარკოტიკები. ევროპას აწყობს ემიგრანტები პირველი იაფი ვირები, მეორე უკვე გადაგვარებული ნარკომომხმარებლები, რომლებიც შავ ბაზარზე იძენენ ნარკოტიკს. მესამე სად ქრებიან ამდენი ემიგრანტები.?ხომ დაიდო დასკვნა 10000 ბავშვი უკვე დარეგისტრირებული , რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი სად გაქრა მოიძიეს? რატომ არ მოყვა ამ საქმეს გაგრძელება, რატომ არ მიეწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. რუსეთი . რომ მტერია ვიცით. ჩვენი მაღალჩინოსნები ანგელოზად მომეჩვენა იმათ გადამკიდეს მაფია ევროპიდან იღებს სათავეს- "დახვეწილი კრიმინალი" დააფასეთ ქართული და ადრე წავიკითხე წასულ ქართვე;ლებზე " ისინი აქ ვეღარ იქართველებენ" და 100% ით ვეთანხმები., ყველას არ ეხება .ძირითადად იქ გაზრდილებს და ადრე ასაკში ჩასულებს. რუსეთი იარაღით მოდის ვიცი მტერია, ოსმალო ხმალით შემოიჭრა ან სარწმუნოების შეცვლა ან სიკვდილი და ბევრმა უარყო ქრისტე და ზოგი ჩუმად ჯვარს ატარებდა. ესენი ტაქტიანად ადამიანის თავისუფლების ქადაგებით, ბევრჯერ დიახ , სპეციალური წამლების ზემოქმედებით. ასეა ეს/ ნუ ფსიქოლოგიასაც სწავლობენ ინდივიდისა ადვილად მართვადი თუ ხარ გაკვირდებიან. და რა არის თავისუფალი განმარტება ამ სიტყვის. ე, ი. მე ვარ ჩემი თავის უფალი და არ მოვექცევი არავის ზეგავლენის ქვეშ. მაშინ ხარ ადამიანი პიროვნება თუ არადა ჩვეულებრივი ცოცხალი , მეტყველი არსება ხარ. დახვეწილი რატომ/? ტკბილად, მეგობრულად, სიტყვით ერთად დალევით, სადაც აუცილებლად გამოყენებულია პრეპარატები, მერე "ლოხი მეშოკშია" მიდის ასეთების დამონება. დეგრადირება. და ამას ყველაფერს ევროპული კანონი იცავს. საფრანგეთში ფრანგმა ქალმა ამაცალა ჩანთა. და ეგენი ქართველებზე წერენ/ რასაც აქ მე ვწერ ამას განიცდის ბევრი ევროპული სუფთა ოჯახი.მაგრამ, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. იმხელა ჯარიმებია. ჯერჯერობით ლაპარაკის გამო მაინც არ გვიჭერენ და გვაჯარიმებენ.ე.ი./ რა გამოდის განვითარებულ დემოკრატიულ ევროპელ ხალხზე მეტი თავისუფლება გვაქვს. გამოფხიზლდით თორემ 15 წლის მერე ქართველ მამიკო კარებს გაუღებს თავისი 15 წლის გოგოს ბოიფრემდს, თან გახარებული იქნება გელფრენდი, რომ არ მიუყვანა და როგორია ძმაკაცებში, რომ დალევს და ამით იტრაბახებს. თუ არა და მის ქალიშვილს უფლება ექნება უჩივლოს მამიკოს. მე ბევრი ქართველი ოჯახი ვიცი ვისაც იქ შეეძინა შვილი და საქართველოში მშობლებს ჩამოუყვანეს. დაგვეხმაროს ევროპა ახალი ტექნოლოგიებით, ქარხანა ფაბრიკის გახსნაში.
ლელა
14 მარტი 2018 20:12
რა საოცრებაა! რატომ უნდა შეინახოს ჩვენი ნაძირლები უცხო ქვეყნებმა?რაა ამაში გასაკვირი,მოითხოვონ,უკან წაიყვანეთ თქვენი დამნაშავეებიო?!ასე რომ გამოგვყრიან,იქნებ მერე მივხვდეთ რამეს!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?