ტერეზა მეიმ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც გაუხსენა - კვირის პალიტრა

ტერეზა მეიმ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც გაუხსენა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ის მუდმივად მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ ტერეზა მეიმ პარლამენტში რუსეთის შესახებ გამართული დებატების შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

"ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეიარაღებული ძალები გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - აღნიშნა ტერეზა მეიმ.

დღეს დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რაც პასუხი გახდა ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის მკვლელობის მცდელობაზე, რაშიც ოფიციალურმა ლონდონმა რუსეთი დაადანაშაულა.

"ინტერპრესნიუსი"