"მაგთი" მობილურ ინტერნეტპაკეტებს აღარ გააძვირებს - კვირის პალიტრა

"მაგთი" მობილურ ინტერნეტპაკეტებს აღარ გააძვირებს

"კომპანია "მაგთიკომი" მობილურ ინტერნეტპაკეტს არ გააძვირებს", - ამის შესახებ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საუბარია, კომპანიის მიერ მიმდინარე წლის იანვარში გაკეთებულ განცხადებაზე რომლის თანახმადაც, 18 იანვრიდან "მაგთი" მობილური

ინტერნეტპაკეტების ტარიფების ცვლილებას გეგმავდა.

კერძოდ, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით უნდა გაზრდილიყო და 5 ლარი უნდა გამხდარიყო, 1 000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნებოდა; 5 ლარით ძვირდებოდა 2 000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი უნდა გამხდარიყო; 4 000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე ძვირდებოდა; გაგრძელება