"ბიჭებისგან მოვისმინე, აქაურ ციხეში ყოფნაზეც კი არ ვიტყვით უარს, საქართველოში ცხოვრებას გერმანიის ციხე გვირჩევნიაო" - კვირის პალიტრა

"ბიჭებისგან მოვისმინე, აქაურ ციხეში ყოფნაზეც კი არ ვიტყვით უარს, საქართველოში ცხოვრებას გერმანიის ციხე გვირჩევნიაო"

"თუ თავშესაფარი არ მომცეს, აქედან მაინც არ წავალ!"

2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა 1859 აპლიკაცია შევიდა. როგორც ევროპულ სააგენტოში აცხადებენ, ეს არის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ. მათი ინფორმაციით, საქართველოდან აპლიკანტების რაოდენობა 2017 წლის სექტემბრიდან გაიზარდა და 2018 წლის იანვრის მონაცემები 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. იანვრის მონაცემებით,

საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყნების ექვსეულშია სირიის, ერაყის, ავღანეთის, ნიგერიისა და პაკისტანის შემდეგ... მხოლოდ იანვარში გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ და თითქმის ყველამ უარი მიიღო, შვედეთში კი მიმდინარე წელს საქართველოს 298-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნას გზავნიან თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, უმეტესობა მოტივად საქართველოში უმუშევრობასა და უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებს ასახელებს... "კვირის პალიტრა" უცხოეთში მცხოვრებ და ასევე თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს დაუკავშირდა.

ნატა, გერმანიაში თავშესაფრის სტატუსის მომლოდინე ქართველი: - აქ შვილის ავადმყოფობამ ჩამომიყვანა. საქართველოში ყველანაირი კვლევა ჩავუტარეთ, თუმცა უშედეგოდ. სანამ ჩემი შვილის ანალიზების პასუხი იქნებოდა, სექტემბერში თავშესაფრის მოთხოვნით მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას. თუ არ მომცეს, აქედან მაინც არ წავალ! აქ ჩამოსული უკან აღარავინ ბრუნდება. ბიჭები ამბობენ, აქ ციხეში ყოფნაზეც კი არ ვიტყვით უარს, საქართველოში ცხოვრებას გერმანიის ციხე გვირჩევნიაო.

ჩვენი თავშესაფრის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. მე ყველა საბუთი წარვადგინე და განცხადების განხილვა გრძელდება. უარის შემთხვევაში გასაჩივრებაც შემიძლია. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავასაჩივრებ! ზოგჯერ ეს პროცესი წლები გრძელდება და ეს ძალიან მაწყობს... იქნებ რამე ეშველოს ჩემს შვილს, მეც სხვა არალეგალებივით სამსახურს ვიშოვი, მერე კიდევ გამოჩნდება რაღაც... უკვე რამდენიმე თვეა მე და ჩემი შვილი თავშესაფარში ვცხოვრობთ, მაგრამ იმაზე კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე საქართველოში, საკუთარ სახლში. მშვიდად ვარ და ხვალინდელი დღის იმედი მაქვს. (იხილეთ სრულად)