რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იხსნება - კვირის პალიტრა

რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იხსნება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესების სექციაში საარჩევნო უბანი არ გახსნილა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთოების არარასებობის გამო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნები არ იხსნება.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - რასთან დაკავშირებითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

"ინტერპრესნიუსი"