"ჩვენი ვალია, თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ"
31-03-2018
"ჩვენი ვალია, თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ"
"თუ ევროკავშირი ამ ქვეყნებს რეალურ გზას ვერ შესთავაზებს, არ უნდა დავიჩივლოთ, რომ ჩვენი მეზობლები ზეწოლას ვერ გაუძლებენ, რასაც ევროპისთვის საგანგაშო გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ჩვენი ვალია, თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ"

20 მარტს ბრიუსელში აღმოსავლეთპარტნიორობისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი­. ნატო-დან წამოსულმა­ რასმუსენმა­ საკონსულტაციო ფირმა "რასმ­უსენ გლობალი" დააარსა, რომლის კლიენტები არიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო. ნატოს გენერალური მდივნის როლში
რასმუსენი უკიდურესი დიპლომატიურობით გამოირჩეოდა, მაგრამ კონფერენციაზე მისი გამოსვლა ყველაზე კრიტიკული და მძაფრი აღმოჩნდა. ნატოს ყოფილ შეფს "კვირის პალიტრა" ესაუბრა:

- არსებობს რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რაც აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას აბრკოლებს.
პირველი - რა თქმა უნდა, რუსეთია, რომელიც დაინტერესებულია ამ ინტეგრაციის პარალიზებითა და თავის გარშემო ბუფერული
ქვეყნების შექმნით, რომელთაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროდ აქცევს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია რუსეთის მიერ შექმნილი კონფლიქტები ამ ქვეყნებში.

მეორე
- დემოკრატიული პროცესები უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. უახლოესი ორი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩატარდება და თუ ევროპაში ხშირად გვესმის საუბარი უკრაინით ან საქართველოთი ბრიუსელის გადაღლილობაზე, დამიჯერეთ, ეს ქვეყნებიც საკმაოდ გადაიღალნენ ევროკავშირით და ამ გადაღლილობამ ძალიან ცუდ დროს მოგვიწია.

მესამე
- ჯეროვნად არ ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომლებსაც ეს ქვეყნები ატარებენ. ადვილია ნახევრად სავსე­ ჭიქაზე საუბარი, მაგრამ, მოდი, ვნახოთ, რას მიაღწიეს მათ - ეს არის რეფორმები, რომელთა რეალიზება ევროპის მთავრობების უმრავლესობას ჩამოაქცევდა. ამის აუღიარებლობა ნიშნავს, რომ პოპულ­ისტებს მივცეთ სალაპარაკო, საბოლოოდ კი ეს მხოლოდ რუსეთს­ აძლევს ხელს. იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მივცეთ ამ ხალხს სიგნალი, რომ გვირაბის ბოლოს ნამდვილად სინათლეა და ჩვენზე გაკეთებული­ არჩევანი დაუფასდებათ. რა შევთავაზოთ აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებს 2020 წლის შემდეგ, ეს უნდა იყოს პრაქტიკული­ და რეალური სტრატეგიული მიზნები. თუ ამ ქვეყნებს ვერ დავარწმუნებთ, რომ მძიმე­ შრომა დაუფასდებათ, ევროკავშირს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ჩვენმა აღმოსავლეთევროპელმა პარტნიორებმა უკან გადადგან ნაბიჯი. რუსეთი არ თვლემს, ისევე როგორც ჩინეთი. თუ ევროკავშირი ამ ქვეყნებს რეალურ გზას ვერ შესთავაზებს, არ უნდა დავიჩივლოთ, რომ ჩვენი მეზობლები ზეწოლას ვერ გაუძლებენ, რასაც ევროპისთვის საგანგაშო გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ჩვენი ვალია, თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ.

- ერთი თვის წინ საქართველო­ში ცხარე დისკუსია გამოიწვია ამერიკული Think Tank-ის, Heritage Foundation-ის ანგარიშმა, რომლის ავტორმა, ანალიტიკოსმა ლუკ კოფიმ ნატოში­ გაწევრების ახალი,­ "კრეატიული" სცენარი­ შემოგვთავაზა: ცვლილებები­ შედის ნატოს მე-6 მუხლში, საქარ­თველო ხდება ნატოს წევრი,­ მაგრ­ამ ერთი მნიშვნელოვანი­ დათქმით - მეხუთე მუხლი, კოლექტიური უსაფ­რთხოება და თავდაცვა, არ გავრცელდება­ ოკუპირებულ რეგიონე­ბზე, სანამ ეს ტერიტ­ორიები საქა­რთველოს მშვიდობიანი გზით არ დაუბრუნდება. გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნისას განგიხილავთ მსგავსი სცენარი?
- არა, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. ამ ტერიტორიებს ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყნებად არ ვაღიარებთ, მათ საქართველოს რეგიონებად ვთვლით. ამ გადმოსახედიდან დაუშვებლად მიმაჩნია, საქართველო ნატოში მივიღოთ და შემდეგ განვუცხადოთ, "იცით, რა, თქვენს სუვერენიტეტს კი ვაღიარებთ, მაგრამ მეხუთე მუხლი თქვენი ტერიტორიის ნაწილს არ შეეხება". რა თქმა უნდა, შეიძლება კამათი იმაზე, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობდა აღმოსავლეთ გერმანიის საკითხში, თუმცა, რეალურად, აღმოსავლეთ გერმანიისა და საქართველოს ოკუპაციის გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად, ეს მაგალითი არ გამოგვადგება. სადავო საკითხია, მაგრამ გავიმეორებ, ეს შეუძლებლად მიმაჩნია. ეს იქნებოდა ირიბი აღიარება იმისა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დაკარგულია და ისინი საქართველოს შემადგენლობაში აღარ შედიან. არა მგონია, ამას საქართველო დაეთანხმოს.

ვაჟა თავბერიძე

სტატია მომზადდა ორგანიზაცია
"ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" პროექტის, "გზავნილი ბრიუსელიდან" ფარგლებში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით