საკითხავი, აი, ეს არის... - კვირის პალიტრა

საკითხავი, აი, ეს არის...

ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო

გურგენიძე  ეკონომიკურ მრჩევლად მიიწვიეს რუანდასა და ზიმბაბვეში: "რუანდა ყველაზე წარმატებული ქვეყანაა აფრიკაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იქ ლადო გურგენიძე გავგზავნეთ, რაც შეეხება ზიმბაბვეს, იქ ეკონომიკური რეფორმების გატარება ურთულესი საქმეა, მაგრამ ლადო ამასაც მოერევა".

თუ გავითვალისწინებთ, რომ ზიმბაბვე აფრიკის უღარიბესი ქვეყანაა, რომელსაც ურთულესი პრობლემები აქვს, იქაურ ვალუტას "უკურნებელი სენი" სჭირს, ხოლო ინფლაცია ექვსნიშნა რიცხვით გამოიხატება, ჩნდება ერთი მარტივი კითხვა: თუ ასეთი შესაძლებლობების მქონე იყო ბატონი ლადო, რას ვერჩოდით? - დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრად საქართველოში და რამდენიმე წელიწადში აქაურობა ედემის ბაღად იქცეოდა.

ხათუნა ჩიგოგიძე

"ყველა სიახე" # 27