"მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აუცილებლად გაგრძელდება. ალავიძის შეცვლა არ იყო ერთჯერადი აქტი" - კვირის პალიტრა

"მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აუცილებლად გაგრძელდება. ალავიძის შეცვლა არ იყო ერთჯერადი აქტი"

"ზურაბ ალავიძემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია უამრავ დარღვევასა და აშკარა კორუფციულ რისკებთან"

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებაა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურა ალავიძეს მთავრობის დატოვებამ მოუწია. ის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა.

გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან"

როგორც კულუარებში ამბობენ, სამთავრობო კარუსელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ დატრიალდება და რამდენიმე მოქმედ მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ცვლილების მიზეზად პრემიერ-მინისტრმა თავად ზურა ალავიძის თხოვნა დაასახელა - გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, უკვე ყოფილ მინისტრს კერძო სექტორში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა, თუმცა არასამთავრობო სექტორს დიდი ხანია კითხვები აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საქმიანობის შესახებ. "აფბას" ანალიტიკოსი შოთა გულბანი აცხადებს, რომ სამინისტროში ანტიკორუფციული სამსახური უნდა შევიდეს და ყველა საეჭვო ფაქტი გამოიძიოს, რაც კონკრეტული კომპანიებისთვის განსაკუთრებული სატენდერო პირობების შექმნის თვალსაზრისით იკვეთება:

- როგორც ჩანს, ზურაბ ალავიძემ, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველმა პირმა, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია უამრავ დარღვევასა და აშკარა კორუფციულ რისკებთან, რომლებიც ჩვენმა ორგანიზაციამ აღმოაჩინა. კერძოდ, ლაპარაკია საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღევანდელი ხელმძღვანელის, გიორგი სეთურიძის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოჩენილ შესაძლო შეუსაბამობებზე, თანამდებობრივ გულგრილობაზე, გარიგებებზე მშენებელ კომპანიებთან, კორუფციის დაშვების უკიდურესად მაღალ რისკებსა თუ შესრულებული და მიმდინარე პროექტების დაბალ ხარისხზე. როდესაც შენს სამინისტროში ასეთი მდგომარეობაა, ან უნდა დაამყარო წესრიგი, ან დატოვო პოსტი.

საკმარისი მიზეზი არსებობს, სამინისტროში ანტიკორუფციული სამსახური შევიდეს.

...

ბუნებრივია, სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით ალავიძის შეცვლა არ არის საკმარისი და ვფიქრობ, ახალი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, როგორც დარგის პოლიტიკური ლიდერის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს თანამდებობიდან სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძის ჩამოშორება.

...

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აუცილებლად გაგრძელდება. ალავიძის შეცვლა არ იყო ერთჯერადი აქტი, უბრალოდ, როგორც ჩანს, ვიღაცას არ სურს, მინისტრთა კაბინეტის ერთდროული ცვლილებით ქვეყანაში რყევების შთაბეჭდილება მოახდინოს. ფაქტია, რომ დღეს მმართველობითი სისტემის ღრმა კრიზისია და ხელისუფლება ე.წ. გადაგორების რეჟიმში ცხოვრობს...

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად