სირიაში განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი კონსულტაციებს გამართავს - კვირის პალიტრა

სირიაში განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი კონსულტაციებს გამართავს

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პრეზიდენტის დავალებით კონსულტაციებს გამართავს. როგორც ჟურნალისტებს რაქვიაშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე უშიშროების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გადაწყვეტილებას კონსულტაციებით გამოვლენილი შედეგების მიხედვით მიიღებს.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისი არის ერთ-ერთი ეპიზოდი იმ გლობალური დაპირისპირების, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს. პრეზიდენტის მიერ დავალებული მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართო კონსულტაციები და შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს კონსულტაციების შედეგად",- განაცხადა რაქვიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"