"ერთი ამბობდა - მესი, მეორე - რონალდუ, ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა ლაპარაკი იციან"- რატომ დაუპირისპირდნენ დეპუტატები ერთმანეთს? - კვირის პალიტრა

"ერთი ამბობდა - მესი, მეორე - რონალდუ, ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა ლაპარაკი იციან"- რატომ დაუპირისპირდნენ დეპუტატები ერთმანეთს?

ერთი ამბობდა - მესი, მეორე - რონალდუ, ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა ლაპარაკი იციან და ამ დროს მიადგნენ ჟურნალისტები, - ასეთ განმარტებას აკეთებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია უმრავლესობის წევრებს დავით მათიკაშვილსა და ირაკლი აბუსერიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

"არავითარ ჩხუბსა და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. იყო რაღაც კამათი და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის თაობაზე - შეიძლება სპორტზე, შეიძლება სხვა რამეზე, შეიძლება მესი ჯობია თუ რონალდუ - აი ამ თემაზე. ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა იცინ ლაპარაკი და ამ დროს მიადგნენ ჟურნალისტები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნუკრი ქანთარიამ.

უმრავლესობის დეპუტატებს შორის პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილზე ჟურნალისტები მივიდნენ, მათიკაშვილი მანდატურებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. დეპუტატები დაპირისპირებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათიკაშვილი და აბუსერიძე მხოლოდ საუბრობდნენ, თუმცა რა თემაზე - არ აკონკრეტებენ.

"ინტერპრესნიუსი"