რატომ ითხოვს ბობოხიძე ბოკერიას პასუხისმგებლობის დაყენებას? - კვირის პალიტრა

რატომ ითხოვს ბობოხიძე ბოკერიას პასუხისმგებლობის დაყენებას?

გიგა ბოკერიას პასუხისმგებლობის საკითხი მაინც დავაყენოთ, რადგან როგორც ამბობენ, ეგ და პრემიერ-მინისტრი ერთად მართავენ ქვეყანას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ფაროსანათი გამოწვეულ პრობლემაზე საუბრისას გააკეთა.

ბობოხიძის ინფორმაციით, პრობლემა ძალიან სერიოზულია, რადგან აზიური ფაროსანა მთელს დასავლეთ საქართველოს მოედო. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება მიმდინარე წელს აზიური ფაროსანათი გამოწვეულ პრობლემას ვერ გადაჭრის, ადამიანებს გამოკვების პრობლემა შეექმნებათ.

“ვიღაცის პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. ვერ ერევით ბიძინას? - გითმობთ! ვერ ერევით პრემიერ-მინისტრს - გითმობთ! გიგა ბოკერიას პასუხისმგებლობის საკითხი მაინც დავაყენოთ, რადგან როგორც ამბობენ, ეგ და პრემიერ-მინისტრი ერთად მართავენ ქვეყანას - აი, ამ დონეზე დავიდა ქართული პოლიტიკური სპექტრის იდიოტობა ამ ქვეყანაში! რა ვქნათ, ამ ქვეყანას ჩვენს გარდა პატრონი არ ჰყავს. კარგები ვართ თუ ცუდები, ჩვენ ვართ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარლამენტი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების დანიშვნის თაობაზე მსჯელობს. ფაროსანას პრობლემაზე პოლიტიკური დებატების დანიშვნის ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის.

"ინტერპრესნიუსი"